Literaturuli Meskheti_May 2016 (209)

download Literaturuli Meskheti_May 2016 (209)

of 12

Transcript of Literaturuli Meskheti_May 2016 (209)

  • 8/17/2019 Literaturuli Meskheti_May 2016 (209)

    1/12

    გამოცემის მეთვრამეტე წელი   “LITERATURULI MESKHETI”

    გიორგი ლეონიძე

    №5 (209)

    მაისი2016 წელიფასი 40 თეთრი

    “ЛИТЕРАТУРУЛИ МЕСХЕТИ”

    “დადგით მესხეთში აკვნები, აღზარდეთ კვლავ რუსთაველი”

     

    .

    „ვინ დამბადა, შეძლებაცა მანვემომცა ძლევად მტერთად”...

    „ოდესაც ბრძენმა რიტორმან შოთამ რგო იგავთ ხეო და,

    ფესვ ღრმა-ყო, შრტონი უჩინა, ზედ ხილი მოიწეოდა,ორგზითვე ნაყოფს მისცემდა, ვისგანაც მოირხეოდა,

     ლექსი რუსთვლისებრ ნათქვამი მე სხვისა ვერ ვნახეო და”.... დავით გურამიშვილი 

    „იყო არაბეთს”... არაბეთს

    არა ყოფილა არავინ!

    საქართველოში იმხანად

    დედოფლად იყო თამარი...

    მგოსანიც იყო, პირველი

    წარჩინებულთა სიაში,

    მაგრამ ეს კაცი რატომღაც

    ცხოვრობდა პალესტინაში!

    „იყო არაბეთს”... ო, ღმერთო!

    რაში დასჭირდა ქარაგმა?

    ვეფხვივით აულაგმავი,

    ნეტავ, რა ძალამ ალაგმა?

    და საქართველოს მაგიერ

    (ისეთი რა შეეფეთა?)

    რომ ათქმევინა ქართველ კაცს:

    „ინდოეთს შვიდთა მეფეთა?”

    რამ წაიყვანა უცხოეთს?

    ვინ აუბნია გზა-კვალი?

    ვინ ჰყავდა მტერი ისეთი

    გაუტანელი, მზაკვარი...

    რომ კაცი, ცამდე მართალი

    ხალხის და ერის წინაშე,

    გადააგდეს და დაკარგეს

    შორეულ პალესტინაში?

    „იყო არაბეთს...” არაბეთს

    არა ყოფილა არავინ,

    საქართველოში იმხანად

    იყო, მეფობდა თამარი.

    „...რუსთაველის სამშობლო თანაბარი მანძილით

    იყო დაშორებული როგორც აღმოსავლეთს, ისე

    დასავლეთს და თავისი ცხოვრების ორბიტაში აქცევდამსოფლიოს ორმხრივი ცოდნა-განათლების მიღწევებს,

    მწერლობას, ფილოსოფიას. თვითონ საქართველოს

    გავლენა ვრცელდებოდა მეზობელ ხალხებზე.

    მის ურთიერთობას ბიზანტიასთან გვამცნობს

    ქრისტიანული კულტურა – სასულიერო მწერლობით,

    ხელოვნებით. სპარსულთან – ვისრამიანის, შაჰნამეს,

    ქილილა და დამანას, ლეილ-მიჯნუნის თუ სხვა

    თხზულებების ძველი ქართული თარგმანები. ასეთ

    ნაყოფიერ მეზობლობაში უნდა შემუშავებულიყო

    ქართველთა სწრაფვა სინათლისაკენ, მათშიმზის, როგორც სიკეთის, სილამაზის, სიბრძნის

    საწყისად აღიარებისაკენ, რომელიც აქარწყლებს

    ყოველივე სიბნელეს, ბოროტებას. ეს რუსთაველის

    შემოქმედებაში მრავალმხრივად იხატება.”

    გუსტავო დე ლა ტორე ბოტარო,

    „ვეფხისტყაოსნის” ესპანურად მთარგმნელი

    რუსთაველზე

    მიხეილ ქვლივიძე

  • 8/17/2019 Literaturuli Meskheti_May 2016 (209)

    2/12

    ლიტერატურული მესხეთი2 2016 წელი, მაისი

     

    პროზა

    რევაზ მიშველაძე 

    ინდონეზიაში, ვულკან ბრო-მოს მახლობლად, ნიადაგმბოლავიკრატერიდან სამიოდე კილომეტ-რში, ერთი პატარა სოფელია.

    შვიდკომლიან სოფელს ბჰანაჰქვია.

    ბჰანა ვულკანის გაუთავებელ

    გრუხუნ-გრიალში ცხოვრობს.ისე მიეჩვივნენ ბჰანელები

    კრატერის ხმას, რომ სიჩუმეში არ-სებობა ვერ წარმოუდგნიათ.

    ბრომოს გრგვინვასა დაგრგვინვას შორის, სულ რაღაც,ათი წუთია და ხანდახან ეს ათიწუთიც გაუსაძლისად, გრძლადეჩვენებათ.

    ...თხები შეწყვეტენ კნატუნს დათავებს ასწევენ. ძაღლები ყმუილსიწყებენ, დედაკაცებს ბრინჯის სა-ცეხვებიანი ხელები ჰაერში უშეშ-დებათ, ჭილოფის ჟილეტიანი შავიკაცები წყალსაქაჩის უზარმაზარბორბალს შეთანხმებულივით აჩე-რებენ და სწორედ ამ დროს გაის-მის ვულკანის გრიალი.

    ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა-

    ფერი კარგადაა.სულიერნი ჩვეულ საქმეს უბ-

    რუნდებიან, მდინარე ბჰანულაკალაპოტში მშვიდად, წაქისფრადმიედინება და კოდალები ევკალიპ-ტებს დაუზარებელ-დაუღლელადუკაკუნებენ.

    2008 წლის 8 აგვისტოს, განთი-ადის ექვს საათზე, ჯამნა სწორედრომ დამღლელმა, აუხსნელადგაგრძელებულმა სიჩუმემ გა-მოაღვიძა.

    წესად ჰქონდა, პირველ რიგში,სარკმლიდან ბრომოს გახედავდა.

    ბრომო არ ბოლავდა.ცოტა ხანს იჯდა საწოლზე.ბამბუკის ფართო ტახტრე-

    ვანზე ერთმანეთის გვერდით მიყ-რილ-მიწოლილ ცოლ-შვილს გადა-

    ხედა, კოპიტის ხის ქოშებში ფეხე-ბი წაჰყო და გარეთ გამოვიდა.

    პირკატა ეცა.მთელი სოფელი მოშავო-მო-

    ნაცრისფრო ფერფლს დაეფარა.დამწვარ-დანახშირებული გე-

    გონებოდათ ირგვლივ ყველაფე-რი, რაც ჯამნას თვალსაწიერშიმოხვდა.

    თითქოსდა ფერფლის სუდა-რა გადააფარესო, ხეებს ტოტებიმიწამდე დაეხარათ, ისლის სახუ-რავები, ლოტოსით დაგმანულისაჯინიბოები, სოფლის ბოლოშინახევრადდანგრეული საყდარი დაბრინჯის ყანები ტყვიისფრად შე-

    სუდრულიყო.ნიავი არ იძვროდა.ჩიტების ჭიკჭიკი აღარ ისმო-

    და.საფიხვნო მოედნისკენ მიმარ-

    თულ შუკას მთვარის ნაჭდევები-ვით აჩნდა ნაფეხურები.

    ჩანდა, ვიღაცეებს დილაუთე-ნია გაევლოთ.

    ცოლი გააღვიძა.თანამეცხედრემ ლომისფერი

    საარი აიხვია და უსიტყვოდ გა-მოჰყვა.

     – აბა, უყურე!ორივენი ფერფლში ჩაძირულ

    სოფელს შესცქეროდნენ.

    ჯამნა ტუნგოს ხესთან მივიდადა ტოტს ხელი ჩამოუსვა. მძიმე,მაგრამ რბილი ფერფლი მტვრადროდი იქცა, ძველი თოვლივით ჩა-მოიშალა.

     – წუხელის, შუაღამეგადასულ-ზე, ორჯერ რომ მაგრად დაიქუხა,გავიგონე, თითქოს ქოხიც შეინძ-რა, მერე ჩაწყნარდა ბრომო დამეც ჩამეძინა – თქვა ცოლმა.

     – აშკარაა, ქარმა წამოიღოფერფლი.

     – კი მაგრამ, ასე შორს? – ბრომოს ჩემს მახსოვრობაში

    ეს არ უქნია. – რა ვქნათ?ჯამნა ქოხში შევიდა.ჟილეტი მოიხსნა და აქანდაზ-

    მომარჯვებულ ცოლს დაუბარა. – შინ შედი. ბავშვებს არ შე-

    ეშინდეთ, რაც არის, ეს არის.კანაფის ბაწრით დაბმული და-

    ბალი ჭიშკარი განზე გააჩოჩა დაშუკაში გავიდა.

    სოფლის ცენტრში ათიოდე მა-მაკაცი შეკრებილიყო.

    ყველანი ბრომოს შეჰყურებდ-ნენ.

    ვულკანი ცეცხლზე შედგმულიქვაბივით ბუყბუყებდა.

    ბჰანას უხუცესი, წარბები-ანად გათეთრებული კორო თავისსიმაღლე არგანს ორივე ხელითჩამოჰკიდებოდა და წამდაუწუმახველებდა.

    დიდხანს დუმდნენ.ვულკანის თავზე შავი ღრუბ-

    ლებით შეჭვარტლული მზე ამო-ვიდა და შეფერფლილი კუნძულიძლივს გაანათა.

     – წყალი მომიტანეთ.ყრუდ ამოილაპარაკა კორომ.ვიღაცა ახლომახლო წაფერ-

    დებით მდგარი ქოხისკენ გაიქცა.ბჰანაში ყოველ მო-

    სახლეს საკუთარი ჭააქვს შიგნით, ქოხში. ჭასულ რაღაც ორი მეტრისსიღრმისაა.

    რომის უხუცესს თი-ხის პატარა დოქით წყა-ლი მოურბენინეს.

    კორომ ჯერ პეშვზედაასხმევინა და დიდხანს

    ჩასცქეროდა, მერე დო-ქით მიიყუდა და დალია.

     – ახლა წადით და ბჰა-ნულას წყალი მომიტა-

    ნეთ, – თქვა კორომ ისე, რომ ბრო-მოსთვის თვალი არ მოუშორებია.

    მხოლოდ ეგ იყო არგანს ხე-ლები შეუნაცვლა. ახლა მარჯვენაზედა მხარეს ჩასჭიდა, მარცხენაქვევით.

    სანამ მდინარის წყალს მო-იტანდნენ, კორომ ხის თასზე გაგ-ზავნა შავკანჭება ბიჭი.

    ბჰანულას წყალი თასზე დაას-ხა და დიდხანს ჩასცქეროდა.

    ბოლოს ბრძენი კორო კოპიტისკუნძზე ჩამოჯდა და მის ირგვლივშემოჯარულ თანასოფლელებსმიმართა.

     – საქმე ასეა: ბრომოს ამოფრ-ქვევა მე არც მამაჩემისგან გამი-გონია. ასე რომ, ასი წელი მაინციქნება მას შემდეგ, რაც ბრომოსარ გაუღვიძნია. ჩვენ კრატერთანყველაზე ახლო სოფელი ვართ. რაჩემი ახსნა გინდათ, წუხელის ფერ-ფლი ქარმა წამოიღო. ახლა ბრო-მო, ჩვენი “კოხტა, მაგრამ ნერვი-ული პატარძალი” წყანარადაა.

     – რა ვქნათ? – იკითხა ვიღა-ცამ.

     – თქვენ რას ფიქრობთ? –

    თეთრი წარბების ქვემოთ ჭროღათვალები მოჭუტა კორომ და შემ-კითხველს გახედა.

     – რომ გაიმეოროს? – არ გაიმეორებს, – დაბეჯი-

    თებით დაასკვნა კორომ, – ჯერერთი, სასმელი წყალი სუფთაზესუფთაა, მეორეც – მდინარესნალექი არ მოჰყვება. ჩახედეთთასს. ეს იმას ნიშნავს, რომ არგაიმეორებს. შეხედეთ კრატერს,ღრუბლების ძირში სიწითლე არჩანს. წუხელის ავად გაგვეთამაშა,შეიძლება გაგვიბრაზდა კიდეცბრომო, ნელ-ნელა დაწყნარდება.

     – რა ვქნათ? – ისევ ის ხმა იყო. – ვისაც ეშინია, წავიდეს... მე

    არსად არ მივდივარ.არგანი ვერტიკალურად დაჰკ-

    რა მიწას კორომ.ეს იმას ნიშნავდა, რომ გადაწყ-

    ვეტილება მიღებული იყო.

    * * *შუადღისას ხუთი ცხენოსანი

    და ორი ორორჯორშებმული ოთხ-

    თვალა ამოგრიალდა სოფელში.ბჰანელები ისევ იქვე იდგნენ,

    კოროს გარსშემოხვეულნი.სტუმრები ჩამოქვეითდნენ და

    მათრახების ტკაცუნით მათკენ წა-მოვიდნენ.

     – რას შვრებით, არ მიდიხართ? – ჭილოფისქუდიანი შავულვაშაინდონეზიელი, რომელსაც მხარ-ზე ჭილოფის ცარიელი ხურჯინიგადაეგდო, კოროსთან მივიდა.

     – ვინ ხართ? მაშველები ხართ? – კორომ ეჭვით გახედა მოსულთ.

    სტუმრებმა ერთმანეთს გადა-ხედეს.

     – ჰო, მაშველები ვართ. – გადაეცით იქ, ქვევით, მთავ-

    რობას, რომ ჩვენ არსად არ მივდი-ვართ, ასე გადავწყვიტეთ.

     – კი, მაგრამ... – ხომ გეუბნებოდი – გადა-

    ულაპარაკა ჭილოფისშლაპოსანმაგვერდით მდგომს.

     – თქვენი გადაწყვეტილება სა-ბოლოოა?

     – წყალი არ გაუვა, – უპასუხაჯამნამ. წინა ოთხთვალასთან მი-ვიდა. ცხენებს აღვირზე ჩაავლოხელი და მზისკენ შეატრიალა.

     – არ გეშინიათ? მე თქვენს ად-

    გილას წავიდოდი, – იხტიბარს არიტეხდა მედროგე.

     – სად უნდა წავიდეთ, ჯაკარ-ტაში მათხოვრებს მივემატოთ?ჯაკარტას მათხოვრები ისედაცარ აკლია, – ჯამნამ შავწვეროსანცხენოსანს სადავე მოუმარჯვა.

    მხედარი უნაგირიდან გადმო-იხარა და ჯამნას ჩასჩურჩულა:

     – ჩვენ მაშველები არა ვართ.ქურდები ვართ. ისე, ვერ იქცე-ვით ჭკვიანურად... თქვენი საქმეთქვენ იცით.

    ცხენს მათრახი შემოჰკრა დაწინ წასულებს გამოუდგა.

    ჯამნა უხუცესთან მივიდა დასხვების გასაგონადაც აუწყა:

     – მაშველები არ იყვნენ... ქურ-დები იყვნენ.

     – ვიცი, მივხვდი, – გაიღიმა კო-რომ.

    * * *უკან დაბრუნებისას ქურდე-

    ბის ყურადღება ბრომოს მხრიდანდაშვებულმა მოშავო ნაკადმა

    მიიპყრო.შედგნენ და დააკვირდნენ.მთიდან მაიმუნების ჯოგი ეშ-

    ვებოდა.მაიმუნები მოწყენილი სახე-

    ებით, უხერხული ხტუნვა-ხტუნ-ვით გზის შორიახლო მოარღვევდ-ნენ ლაქაშებს.

    დედა-მაიმუნებს შვილებიზურგზე მოეგდოთ. პაწია მაიმუ-ნები გამხდარი, მოწითალო ხელე-ბით შემოჭდომოდნენ დედებს დაშეშინებული თვალებით ათვალი-ერებდნენ უცხო გარემოს.

    დედა მაიმუნები დროდადროთავს შეატრიალებდნენ, ვეებერ-თელა დრუნჩებს სიყვარულითმიუშვერდნენ ჩვილ მაიმუნებს დაისე ნაზად ჰკოცნიდნენ, რა ნაზიკოცნაც მაიმუნებს შეუძლიათ.

    ბრომოს თავზე მაღლა აწეულიმზე შავი ღრუბლებიდან სვენებ-სვენებით ამოდიოდა.

    მწერლის შეგონება: ინდონე-ზიაში ვულკან ბრომოს ამოფრქ-ვევისგან ფერფლით დაფარულმასოფელმა უარი თქვა აბარგება-გა-დასახლებაზე.

    შენ?!25.II.2016 წ.

    თბილისი

    ვულკანი ბრომო

    ერთი კაცი უნაგირებს აკეთებდა, ახ-

    ლომახლო სოფლებიდან უნაგირის შესა-

    კეთებლად თუ ახალი უნაგირის საყიდლად

    ყველა მას აკითხავდა. მთელ ფულს ცოლს

    აძლევდა, მაგრამ რამდენიც არ უნდა მი-

    ეცა, ცოლი ისე უყაირათოდ ხარჯავდა,

    მეორე დღისთვის აღარაფერი რჩებოდა.

    კაცმა გადაწყვიტა, ნაწილი ცოლისთვის

    მიეცა, ნაწილი კი გადაენახა, რომ უზრუნ-

    ველი სიბერე ჰქონოდათ. სახელოსნოს

    ერთ კუთხეში ძველი, უვარგისი უნაგი-

    რები ეწყო. ერთ-ერთ ასეთ უნაგირში ინა-

    ხავდა ფულს. შეგირდი აიყვანა და ორივე

    ერთად დღეში იმდენი კლიენტის მომსა-ხურებას ასწრებდა, რამდენსაც მათი დახ-

    მარება სჭირდებოდა. შეგირდი ნიჭიერი

    ყნაწვილი იყო, არც ზარმაცობდა. ხელობა

    ისე კარგად აითვისა, რომ უნაგირების გა-

    კეთება, დამოუკიდებლად, ოსტატზე არა-

    ნაკლებ შეეძლო.

    ერთხელ ოსტატი ავად გახდა, ორი-სა-

    მი დღე არ გამოჩენილა, მაგრამ სახელოს-

    ნოში მუშაობა არ გაჩერებულა, შეგირდი

    ყველა შეკვეთას დროულად ასრულებდა.

    ერთხელ, უკვე წასასვლელად ემზადე-

    ბოდა და, ის-ის იყო, სახელოსნო უნდა

    დაეკეტა, რომ ერთი კაცი ესტუმრა და

    გატეხილი უნაგირი მიუტანა. შეგირდმა

    უნაგირი დაათვალიერა და კაცს უთხრა:

    ეს უნაგირი აქ დატოვე და ხვალ მოდიო.

    ეს კაცი სხვა სოფლიდან ჩამოსულიყო და

    დაბრუნებას იმ დღესვე აპირებდა. შეგირ-

    დმა მიიხედ-მოიხედა და უცებ ძველ უნა-გირს მოჰკრა თვალი, კუთხეში რომ იდო.

    მგზავრს შესთავაზა: „ეს უნაგირი შენ

    აიღე, სახლამდე მიგიყვანს, ამასობაში კი

    ვეცდები, შენი უნაგირი აღვადგინო; თუ

    ვერ შევაკეთე, ახალს დაგიმზადებ. ერთ

    კვირაში გამომიარეო. შეთანხმდნენ.

    მეორე დღეს მოხუცმა ოსტატმა მუშა-

    ობა განაახლა. სახელოსნოში შეაბიჯა თუ

    არა, მაშინვე უნაგირი მოისაკლისა.– სად

    არის უნაგირი, კუთხეში რომ ეგდო?

     – არ იდარდო, ერთი კვირით ამ გატე-

    ხილ უნაგირში გავცვალე. დიდხანს მაინც

    ვერ გამოადგება... – და ოსტატს ყველაფე-

    რი უამბო.

    მოხუცმა ოსტატმა თავზე ხელი იტაცა

    და მხოლოდ ამას გაიძახოდა:

     – ვაი და ვახ-მე! წავიდა – ვერ ვიტყვი,

    რა!

    შეგირდსაც კი არ გაუმხილა, რაში იყოსაქმე, – ღმერთს მივანდობ ამ ამბავს და

    ცოტა ხანს დავიცდიო, – ფიქრობდა.

    კვირაზე მეტი ხანი გავიდა, მოხუცი

    კი, დროდადრო, ამ ფრაზას იმეორებდა:

    „ვაი და ვახ-მე! წავიდა – ვერ ვიტყვი, რა”!

    რადგან დღითი-დღე იმედი ეწურებოდა.

    ძველი უნაგირი ხომ ან იქით, ან აქეთ

    გზობაზე შეიძლებოდა ნაწილ-ნაწილ დაშ-

    ლილიყო. ფული რომც ეპოვათ უნაგირში

     – გაამხელდა კი ამას ვინმე?

    ერთხელ, როცა იმედი საბოლოოდ გა-

    დაეწურა, სახელოსნოს ზღურბლზე ერთი

    კაცი გამოჩნდა, ხელში კი, მისი... ძველი

    უნაგირი ეჭირა.

    ოსტატმა, ვითომც არაფერი, აუღელ-

    ვებლად გამოართვა, შეამოწმა, ისევ მთე-

    ლი იყო მისი „ყულაბა” თუ არა, ძველი ად-

    გილი მიუჩინა და შვებით წარმოსთქვა:

    „მოვიდა – ვერ ვიტყვი, რა”!

    ნაზირა ვაჩნაძე,

    რუსულიდან თარგმნა

    ასმათ

    ფიცხლაურ-ფარჯიანმა

    თარგმანები

    წავიდა - ვერ ვიტყვი, რა!მოვიდა - ვერ ვიტყვი, რა!

    ნოველა

  • 8/17/2019 Literaturuli Meskheti_May 2016 (209)

    3/12

    2016 წელი, მაისი   3ლიტერატურული მესხეთიპოეზია

    იაკობ თელიაშვილი

    ჩემი სკოლა

    აგერ ჩამოველ სოფელში,–ბავშვობა ისევ განახლდა,იმავ ოცნებით ამავსო,ვალეში სკოლის დანახვამ.

    ის წყარო ისევ ჩუხჩუხებს, –(იფნი დგას ტოტებდახრილი),სკოლის წინ მწვანე მინდორი, –ჩვენ კი სირბილით დაღლილი.

    მომნატრებიხართ, იცოდეთ,ნოდარი, ავთო, რუსლანი,ხშირად ვერ გხედავთ, ბიჭებო,გულზე მესობა ლურსმანი.

    ძველი სკოლები ისევ დგას,კლასი გავსილა სხვებითა,ჩვენ რომ მერხებთან ვმღეროდით,დიდი რუსთველის ენითა.

    ახლა სხვა სკოლაც გახსნილა,ვერსად ვერ გხედავთ, სადა ხართ,იქ სხვა ბავშვები სწავლობენ, –მახარებს მათი დანახვა.

    ნეტა სად არის ის გოგო,კლასში ყველას რომ გვიყვარდა,

    გვეგონა, მასზე ლამაზიარავინ იყო მის გარდა.

    გახსოვთ, ჩვენს ლამაზ ოცნებებსყველა ჩუმ-ჩუმად ვმალავდით,მერე, ერთად რომ დავწერეთმისთვის პირველი ბარათი?

    ის დრო წავიდა, სადღაა,ჩვენ თავს ვინ აღარ იარა,

    სიხარულსაც ბევრს ვხედავდით,ბევრ ცრემლსაც დაგვაზიარა.

    ქვეყნად მეც ბევრი ვიტანჯე,მთა-ბარიც გადამილახავს,იმ ტკბილ ბავშვობისნაირი,სხვა არაფერი მინახავს.

     ესეც სადღეგრძელოა

    მომისმინეთ, სიტყვას ვიტყვი,დავსვამ ბულბულს ჭიქაზე,ქალაქელ ხალხს დაჩვეულისოფლელ კაცს თუ მიკადრებთ.

    ბულბული ხომ ფრინველია,–თუ მიანდობთ აზამფარს,გეტყვით ლექსებს, მოგაწოდებთ,თქვენს გულებში დასტამბავთ.

    გიდღეგრძელებთ დიდ-პატარას,თქვენთან მყოფი სტუმარი,ჩვენს სუფრაზე მოილხინოს,გახდეს პირმომღიმარი.

    ჩვენს ეზოში აიზილოს,ფეხს აეკრას ტალახი,სტუმრის ფეხი ჩვენთან იყოს,მტრის კიბეზე – ბალახი.

    თქვენთვის თავსაც არ დავზოგავ,ლექსებს ვიტყვი ჯინაზე,ისეთ სადღეგრძელოს გეტყვით,ბულბულს დავსვამ ჭიქაზე.

    მოფრინავენ მერცხლები

    ცა მოიწმინდა, ღრუბლები არ ჩანს,მალე მერცხლებიც გამოჩნდებიან,ვით გასტროლებზე ჩამოსულები,ჩემს თუთის ტოტზე ჩამოჯდებიან.

    სცენაზე ვხედავ, გუნდი გამოდის,–სულგანაბული ვუსმენ მათ მღერას,ასე გრძელდება დილა-საღამოსდა ჩემი ეზო გადიქცა სცენად.

    აქ ხომ სიმღერით ხანძარს ანთებენ,ისმის მესხური ხმა საამური,აქ დირიჟორობს დედა მერცხალი,ირგვლივ მთა-ველებს ასდით ალმური.

    ნიავი არხევს ფოთლების ფარდას,აქ ხე ნანაობს ჩრდილდაფარული,გულით მღერიან „შავო მერცხალოს”, –კრიმანჭულს მღერის თითქოს გურული.

    ეს ჩემი ლექსი გულში გამთბარი,აზრით მოსილი ათასგვარია,რითმებს დავეძებ, მათ შესაფერისს,ვუმღერ სამშობლოს და მიხარია!

    მოლოდინიდრო იყო და მტერს ებრძოდი,შემდეგ იქვე ბანაკობდი,შავ ზღვას გემზე ფეხი შესდგი,ძმა-ბიჭებში არაკობდი.

    იქით მხარეს ცეცხლი ენთო,თქვენი ტყვიის ალი კრთოდა,კრასნოდართან „თავი” ედო,ქლუხორთან კი „კუდი” ჰქონდა.

    თქვენ იბრძოდით გაღმა ფლატოს,არ იცოდით წამი დროთა,ზღვაში გემი ჰგავდა ნაფოტს,ტანკებს მიჰყვებოდა „როტა”.

    მაშინ ოთხი წლის ვიყავი,შენ რომ მტერს ებრძოდი „სხვისას”,შენს ნატვრაში გავიზარდე,

    თითქმის გავხდი ოთხმოცისა.

    ზაქარია

    ზედგინიძე

     ჯვარი ვაზისა

    ჯვარი ვაზისა,

    მადლი ხატისა,

    ლოცვა-კურთხევა სვეტიცხოვლისა!

    ბრძენი გონითა,

    ძმათა ცნობითა

    განსპეტაკება ქვეყნად ყოვლისა!

    გამრჯე შრომითა,

    ღვთის შეწევნითა,

    მამულ-დედულის ტრფობით მოვლისა!სიხარულითა,

    სიყვარულითა

    შევძლოთ დაძლევა სიძულვილისა!ნება უფლისა,

    ღვთიურ უღლისა,

    დროის სიმუხთლის გარდავლენისა.

    წრფელი გულითა,

    წმინდა სულითა

    შუბლზე მალამოდ მირონცხებისა,

    ცისა ფერითა,

    ღვთისა მზერითა,

    თაყვანისცემა ნათელ გზებისა.

    ცვარი ზეცისა,

    პური კეცისა,

    ნაშრომ-ნაღვაწი ხარის ქედისა.

    დაცვა წესისა,

    ხვნა და თესვისა,ჩვენი სისხლის და ჩვენი ფესვისა.

    დედაენისამზისკენ ფრენისა,

    საღმრთო ჰანგების ციდან დენისა,

    ცეცხლი კერისა

    ქართველთ ერისა,

    აღდგენისა და ამაღლებისა!

    სიმღერა შოთა რუსთაველზე 1ქართველი ერის დიდებავ,ჩვენო ღვთიურო მამაო,სულში ნათელი მომფინამაგ შენი ჩანგის ხმამაო.შენ, ცის ელვარე ღმერთკაცო,მტკვარმა გიმღერა ნანაოდა გააბრწყინე ზეცამდეთამარის „ოქროს ხანაო”

    ლექსის ტრფიალმა აგანთო,წმინდანებს დაგამგვანაო,ვინც მამულს არ ენაცვალაკაცად ითქმება განაო?!მსოფლიოს ბრძენო მგოსანო,მაღლდები თანდათანაო,ღმერთმა ქნას, კიდევ გვეყოლოსმოძღვარი შენისთანაო.

    2აქ არის შენი ფუძე დაშენი აკვანი აქ არი,

    აქ შეიყვარე დედისგანტკბილი ქართული ზღაპარი.მამულის ნაზი ტრფიალი,სიტურფე მზისებრ მცინარი,ლერწმის ღერებით ნაკოცნისიმღერა გაუხუნარი.აქ უგალობდი სამშობლოს,პირზე სხივგადანაყარიდა ღვივდებოდნენ ღვთის მადლითაზრები კლდეზე მაგარი.მომავლის დიდი იმედითსიცოცხლის ამონაყარი,ყელი ყელს გადაჭდობილან –მზის ნეფე, მთავრის მაყარი.

    3ცხრაწყაროს ქედზე იხილეჯადოსნურ ფერთა ცისკარი,მესხეთის მთებმა დაგნათლესსიმტკიცე გასაოცარი.ავთანდილივით გატყორცნე

    უფლის ნაკურთხი ისარი,ბექას ჩუქურთმით მოქარგესამცხის გულ-მკერდის ფიცარი.სიამის ტყუპად შეკრულნი –ვით ძმა ძმას შენაფიცარიდა მისნის ღვთიურ გუმანითცას ეამბორე ციცარი.შენ დაგვიტოვე წარსულისცეცხლის მომდები ღადარიდა უკვდავ ქნარზე ნამღერიშეჰქმენ პოემის ტაძარი.

    სამცხის წუხილი

    არეულია ფოცხოვის პულსი,დაღალულია საფარის მაჯა,მესხეთის ტყეებს გაავლეს მუსრი,არ შეისმინეს ვარძიის აჯა.

    სირცხვილი, ვინც ტყეს უღმერთოდ ჩეხავს,დაფეთებული დარბის ირემი,მარტოდენ თქმამ და ორპირმა განსჯამვერ გაამართლა ოცნება ჩემი.

    რწმენა, რომელიც არ ახლავს საქმესფუჭია, როგორც ფუღურო ხეში,დასანანია, როდესაც ნაძვებს

    უღმერთოდ ჩეხენ საყვარელ ტყეში.

    როცა ყურს უგდებ ბუნების წუხილს,კაცი ჭკუისგან გადაირევი,

    აუკუწია ტრაქტორს ფიჭვნარი,ვით მონადირეს ნანადირევი.

    თრიალეთო, მზიანეთო! 

    თრიალეთო, მზიანეთო,ჩემო ხატო, ჩემო ღმერთო,გულით მინდა მაგ შენს მკერდზემოელვარე სანთლად ვენთო.ნათლის სვეტად აღმართულოვარდ-ყვავილთა მთიანეთო,შენი ლაღი მწვერვალებიღვთის სალოცავ კოშკად ენთოს.შენი ნიჭის ნაპერწკალისიბრძნის სხივად გადაენთოს,ღმერთმა ქნას და დიდ საზღვრებშისაქართველო შეაერთო.ცაში მნათობთან ხარობდი,ბარში მისნებთან დაობდი,

    ლურჯ სივრცეებში სამშობლოსუკვდავ სიმღერას გალობდი.ომში უფალი გწყალობდა,ვარდზე ბულბული გალობდა,ეგ შენი ადგილ-მამულისამოთხესავით ჰყვაოდა.მკერზე გეფინა ცის ნამი –უკვდავებისა წყაროდა,გიყვარდა, ძმობას უმღერდი,სულ მზისკენ მიგეჩქაროდა

    ვარძიის დილა

    სამცხის ზეცას გაუწითლდა ლოყა,მზე ბდღვიალით მთებზე ამოწვდილა,ბულბულების მაყრიონი მოჰყვავარძიაში შემოფრენილ დილას.

    წინაპართა კლდეში ნაკვეთ ქალაქს

    უკვდავების შარავანდი მოსავს,აქ გაუღო ცამ სამოთხის კარიმეფე-მგოსნის ქვეყანაზე მოსვლას.

    ღვთის მირონი დაეპკურა გულზესურნელოვან ვარდს, ზამბახს და სოსანს,აქ შეუსვამთ პეშვით სიბრძნის წყაროვეფხის წიგნის სწორუპოვარ მგოსანს.

    ქართველ ერმა ღრმად ჩაიკრა გულშიშოთას ლექსის სილაღე და სიბრძნე,აქ სხვაგვარი გატაცებით მღერდნენ,მეც სხვაგვარი სიყვარული ვიგრძენ.

    ჭეშმარიტად, აქ აჟღერდა მძლავრადპოეზიის ჯადოსნური ჩანგიდა გაჰყვება ჟამთა ულევ სამანსრუსთაველის ღვთაებრივი ჰანგი!

    ახალციხე

    ციხე ვინ გკადრა ძმობის ქალაქო,მესხთა ბრძოლის და შრომის ალაგო,

    ბრძენი რუსთველის ჩანგი მოვიხმე,რომ გიმღერო და გელაპარაკო.

    ძველო ლომსია, ლომთწილნაყარო,გვსურს მოვიშუშოთ ყველა იარა,ტანჯვის და ბრძოლის სამასმა წელმაცხრა მთა, ცხრა ხევი გადაიარა.

    ცად აზიდულა ოდა-სახლები,ლარივით გაგდევს გზა და ხიდები,ჩვენს საამაყოდ სანთლად ენთები,ნისლით არასდროს დაიბინდები.

    შენს სადიდებლად ბრწყინავს საფარა,რეკენ რუსთველის სიბრძნის ზარები,შენს მკერდს ოქროსფერ ჩუქურთმით

    სჭედნენბექა და ბეშქენ ოპიზარები.

    შენს წინ ბავშვივით ცერებზე ვდგები,გული მიჭირავს თასის მაგიერ,

    ჩემო სამშობლოვ, მშვიდობა შენდა,სიცოცხლე შენდა, მრავალჟამიერ!

    წარსულმა ბევრი ტანჯვა გარგუნა,ყოფნა-არყოფნის ზარები რეკდა,დიდება მარად შენს დამცველ გმირებს,ვინც მტვარვალს ხმლებით ჩეხდა

    და დრეკდა.

    დასაბამიდან ძარღვებში მოგვჩქეფს,დიდი სიბრძნე და დიდი ქველობა,განახლებულა ძველი დიდება,ამღერებულა დღევანდელობა.

    გრთავთ და გამშვენებთ, დიდო იმედო,გვინდა შორს გაწვდეს შენი სახელი,რომ აღტაცებას ვეღარ ფარავდესშენი მომსწრე და შენი მნახველი.

    მარად წინ გევლოს, ჩემო სიცოცხლევ,

    შრომით დაგეპყროს ცის ყველა კიდე,გაცისკროვნებულ გზას მიჰყვებოდედა ჯილდოდ ოქროს ნაყოფს იმკიდე!

    დაე, ყოველი ციურ სიკეთისშენ იყო ჩვენი მახარობელიდა შვიდფერ სხივად თავს გევლებოდესსაირმის მთვარე ჩაუქრობელი.

  • 8/17/2019 Literaturuli Meskheti_May 2016 (209)

    4/12

    ლიტერატურული მესხეთი4 2016 წელი, მაისი

     

    რუსთველოლოგია

    მურმანთავდიშვილი

    გარდაცვლილზე ან კარგსა წე-

    რენ, ან – არაფერსო. მე არც კარგსა

    ვამბობ, არც – ცუდს, მოგახსენებთ

    სიმართლეს.

    აკაკი ბაქრაძის ესეისტურ წე-

    რილში ორი ლიბომკვიდრი დებუ-

    ლებაა წარმოდგენილი. სწორედმათ ეყრდნობა მთავარი მოსაზრე-

    ბა. არადა, ორივე ამოსავალი დება-

    დი მცდარია, ხოლო, ,,თუ საძირკ- 

     ველი დანგრეულია, მაშინ კედლე- 

     ბის აშენებისთვის ყოველი შრომა

    დაკარგულია”!   – ჯერ კიდევ XIX

    საუკუნის მეორე ნახევრიდან მოგ-

    ვდევს გიორგი ჭალადიდელის ეგ

    შეგონება.

    პირველი დებულება: ,,ვეფხისტ- 

     ყაოსანში ყველა სიბრძნე უმთავრე- 

    სად ავთანდილის პირით არის გაც- ხადებული”  (აკაკი ბაქრაძე, “ავთან-

    დილის სახე ,,ვეფხისტყაოსანში”,

    ,,ცისკარი”, 2015, N4, 106).

    ,,ყველა სიბრძნე”   მეტისმეტად

    მოუზომავი განცხადებაა; სინამდ-

    ვილეში აფორიზმის დონეზე აყვა-

    ნილ ღრმა აზრებს აფრქვევენ სხვე-

    ბიც. ესენი არიან: როსტევან მეფე,

    თინათინი, ტარიელი, ფრიდონი, ას-

    მათი, სოგრატ ვაზირი, ფატმანი ...

    სხვათა შორის, ჩარხმბრუნავი

    ცხოვრების არსის გამომხატველ

    უთვალსაჩინოეს სიბრძნეს სწორედ

    თინათინი ქადაგებს, როცა ბრძა-

    ნებს:

    “საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა

    ტაროსი უხვდების:

    ზოგჯერ მზეა და ოდესმე ცარისხვით მოუქუხდების”.

    (,,ვეფხისტყაოსანი”, სასკოლო

    გამოცემა, 2006, სტროფი 710)

    თინათინსავე ეკუთვნის შემ-

    დეგი ფუძემდებლური შეგონება-

    ნი: ,,რათგან შვება აქვს სოფელსა,

    თვით რად ვინ შეუწუხდების?!”  

    (იქვე);  ,, კაცმან საქმე მოიგვაროს,

     ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს!”  

    (სტროფი 110 ); ,,ბოროტიმცა რად

    შეექმნა კეთილისა შემოქმედსა!”  

    (116);  ,,ხამს გასრულება მოყვრისა

    სიყვარულისა მტკიცისა”  (711). 

    სიბრძნესა და გამოცდილებას

    ავლენს არაბთა პატრონი. მისი

    პირველი აფორიზმია: ,,რა ვარდმან

     მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნარო- 

    სა, იგი წავა და სხვა მოვა ტურფასასაბაღნაროსა”  (21); ,, მეფე სწვრთის:

    ,,მამა ყოველი ძისაგან ითავსებო- 

    და”   (48);  ,,უხვი ახსნილსა დააბამს,

    იგი თვით ების, ვინ ების; უხვად გას- 

    ცემდი! – ზღვათაცა შესდის და გა- 

     ედინების” (50); და მთელი სტროფი,

    ოთხი აფორიზმით გაჯერებული:

    ,,მეფეთა შიგან სიუხვე ...”  (51); მას-

    ვე ეკუთვნის: ,,იგივეა ჩემი მხსნე- 

    ლი, ვინცა მიწა გამაკაცა”   (118); 

    ,,ავსა კაცსა ურჩევნია, ავსამცა რას

    ადრე სცნობდა”   (762 ); ,, მართლად

    უთქვამს   მეცნიერთა: ,,წყენააო

     ჭირთა ბადე”   (825 ); ,,თქვეს: ,,ბო- 

    როტსა უმყოფოო, კეთილნია შენი

     მზანი!” (1517);  ,,ბრძენთა უთქვამსსიყვარული, ბოლოდ მისი არ-წახ- 

    დომა” (1552).

    არავისზე ნაკლებ სიბრძნეს არ

    აფრქვევს ტარიელი. სწორედ მისი

    პირიდან გვესმის: ,,ძნელია პოვნა

     კაცისა ღმრთივ ზეცით განაწირი- 

    სა!” (302); ,,მაგრა წესია, მიჯნური

     მიჯნურსა შეებრალების” (305).

    სწორედ ტარიელი ამბობს

    ფუნდამენტურ ცხოვრებისეულ

    სიბრძნეს, თინათინის ზემორელე

    ნათქვამსა რომ ჰგავს: ,,ღმერთმან

     ერთი რათ აცხოვნოს, თუ მეორე

    არ წაწყმიდოს?” (311);  ,,მას არა

     ვჰგავ ასრე, ვითა მე სხვა კაცი არა

     მგავსა” (322); სწორედ ტარიელისა

    გახლავთ ძველ ქართულ ლიტერა-

    ტურაში ე.წ. ,,სოფლის სამდურა-

    ვის” გამომხატველი ფუძემდებლუ-

    რი დებადი: ,,ცრუ და მუხთალი სო- 

    ფელი მიწყივ ავისა მქნელია” (345); 

    მასვე ეკუთვნის: ,,ალმასისა ხამს

    ლახვარი ლახვრად გულისა სალი- სა!” (347); მისივეა ერთსა და იმავე

    სტროფში მიჯრით დაჯრილი სიბ-

    რძნეები: ,,მიმნდონი საწუთროსა- 

    ნი მისთა ნივთთანა რჩებიან; ვაქებ

     ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურ- 

     ჩებიან” (353); ,,ხელმან ვარდი რად

    იხელთა, რათგან ასრე ვერ მოჰკ- 

    რეფდა?” (411); ,,კარგი საქმე კაც- 

    სა ზედა აზომ თურე არ წახდების”

    (438);  ,,განგებაა, დღესცა მომკ- 

    ლავს, ქვემცა სადა დავემალე?!”

    (444);  ,,ვინცა მოკვდეს მეფეთათ- 

     ვის, სულნი მათნი ზეცას რბიან ”

    (446);  ,,ორგული და მოღალატე

    ნამსახურსა დავაგვანე – ესე არის

     მამაცისა მეტისმეტი სიგულვანე!”

    (474); ,,მაგრა, თვით იცით, ხელმ- 

    წიფე ხამს მქმნელი სამართალისა”(569);  ,,ხვარაზმშა დაჰსვა ხელმ- 

    წიფედ, დამრჩების რა ნაცვალია?

    სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს, მე

     მერტყას ჩემი ხრმალია?!” (571); 

    ,,სხვას, მეშველსა გარეგანსა, მომ- 

     კალ, ვისცა ვინატრიდე!” (572); და

    უდიდესი ემოციური და აზრობ-

    რივ-რელიგიური ძალის შემცველი

    ოპტიმისტური აფორიზმი: ,,კაცსა

    ღმერთი არ გასწირავს ასრე, მის- 

     გან განაწირსა!” (595); მისივე: ,,არ

    შეუდრკების ჭაბუკი კარგი მახვილ- 

    თა კვეთასა” (603);  ,,ჰკითხე ასთა,

     ქმენ გულისა, რა გინდა ვინ გივაზი- 

    როს!” (892); და ისევ მიჯრით მიწ-

    ყობილი შეგონებანი: ,,ბრძენი, ვინ ბრძენი, რა ბრძენი! ხელი ვითა იქმს

     ბრძნობასა? ეგ საუბა- 

    რი მაშინ ხამს, თუცაღა

     ვიყო ცნობასა! ვარ- 

    დი ვერ არის უმზეოდ;

    იყოს, დაიწყებს ჭნობა- 

    სა” (895); ტარიელსავე

    ეკუთვნის ფსიქოლო-

    გიური შინაარსის გენი-

    ალური სიბრძნე: ,,არ- 

    სასმენლისა მოსმენა

    არს უმჟავესი წმახისა”

    (905);  მასვე ეკუთვნის

    კონგენიალური პედა-

    გოგიური იდეა: ,, გო- 

    ნიერთა მწვრთელი უყ- 

     ვარს, უგუნურთა გულ- 

    სა ჰგმირდეს”   (913); და იქვეა: ,,რაცა ვისცა

    საქმე თვით სჭირს,

    სხვათათვისცა ევარგე- 

     ბის” (914);  ,,საწუთრო

    ნაცვლად გვატირებს,

    რაც ოდენ გაგვიცინია”

    (927);  ,,სწყუროდეს,

    წყალსა ვინ დაღვრის

     კაცი უშმაგო, ცნობილი?” (928); 

    ,,თუ არ მოგყვეს საყვარელი, შენ

     მას  მიჰყევ, რაცა სწადდეს” (948); 

    ,,ბოლოდ ყოვლი დაფარული საქ- 

     მე ცხადად გამოცხადდეს” (948);

    ,,კაცმანცა სოფელს ვით პოვა,

    რაცა რა საქმე ზენია!” (1347); 

    ,,კაცსა ღმერთი არ გასწირავს,

    თუმცა კაცი შეიგებდა!” (1371);

    ,,მაგრა თქმულა: ,,კარგის მქმნელი

     კაცი ბოლოდ არ წახდების” (1508); 

    ,,უცებნი მოსრნის მცოდნელთა

    ცოდნამან, ხელოვნებამან” (1570); 

    და აგერ ,,ვეფხისტყაოსნის” ყველა- 

    ზე მაჟორული გმირულ-პათეტიკუ- 

    რი აფორიზმი: ,,შიში ვერ გიხსნის

    სიკვდილსა, ცუდნიღა დაღრეჯა- 

    ნია!” ეს ხომ ის სიბრძნეა, რომელ-

    საც პოპულარობასა და გამოყე-ნების სიხშირეში ვერარა სიბრძნე

    ვერ გაეჯიბრება! ტარიელის ნათქ-

    ვამია: ,,ნაქმარი მრუდი ყველაი აწ

     ჩემგან გამართულია” (1619).

    საგანგებოდ შევამოწმე და აღ-

    მოჩნდა ის, რასაც ველოდი: გასაგებ

    გარემოებათა გამო პოემაში ტარი-

    ელის მოქმედება-მსჯელობის ასპა-

    რეზი სამჯერ უფრო მცირეა, ვიდრე

    ავთანდილისა. თუ ამას გავითვა-

    ლისწინებთ, მაშინ გამოდის, რომ

    ამირბარს იმდენივე სიბრძნე გამო-

    უხატავს, რამდენიც – სპასპეტს.

    კერძოდ, როგორც ზემორელე ვნა-

    ხეთ, ინდოს ეკუთვნის დაახლოებით

    35 აფორიზმი, ხოლო ავთანდილს –

    დაახლოებით 85, ე.ი. სამჯერ მეტი.

    პროპორცია სწორია; ოღონდაქ სხვაც რამ უნდა ითქვას: სიბრძ-

    ნითა და აფორიზმებით ბრწყინავენ

    სხვებიც. მაგალითად, სოგრატ ვა-

    ზირი. მას ეკუთვნის შემდეგი სიბრ-

    ძნე: ,,მომკალ, კაცსა სიცოცხლისა

    სწორად რაცა მოეხმაროს!” (749); 

    ,,გზა არ წავა თავის წინა” (750); 

    ,,ეგე ასრე არ იქმნების, ვითა ჩიტი

    არ გაქორდენ!” (751);  ვაზირისაა

    საქვეყნოდ განთქმული და ხშირად

    ხმარებადი სიბრძნე: ,,ზოგჯერ

    თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ

    თქმითაც დაშავდების” (757).

    სხვათა შორის, ვაზირი ყოველ

    პასუხში ამჟღავნებს სიბრძნეს.

    ამით რუსთველი გვეუბნება: გო-

    ნიერი როსტევანის ვაზირი შემთ-

    ხვევით როდია ამ თანამდებობაზე

    დანიშნულიო!

    ჩემი გამოთვლით, მას სულ

    ეკუთვნის 8 აფორიზმი. უნდა გა-

    ვითვალისწინოთ, რომ სოგრატს

    ასპარეზზე სრულად გამოსვლა

    უწევს ერთადერთ თავში. ამიტომაც

    8 აფორიზმი ძალიან ბევრია!

    ახლა ამ მხრივ ბრძენქალი ასმა-

    თი გავსინჯოთ: სწორედ მას ეკუთ-ვნის სასწაულებრივად საინტერესო

    აფორიზმები: ,,არს უკეთესი, რაცა- 

    ღა სწადს განგებასა, ზენასა” (308); 

    ასმათსავე ეკუთვნის გენიალური

    აფორისტული სტროფი, რომელშიც

    სამი წრეშეუწერელი სიბრძნეა ჩა-

    მოყალიბებული:

     “გული, ცნობა და გონება

     ერთმანერთზედა ჰკიდიან:

    რა გული წავა, იგიცა წავლენ

    და მისკენ მიდიან;

    უგულო კაცი ვერ კაცობს,

     კაცთაგან განაკიდიან.

    შენ არ გინახვან, არ იცი, მას

    რომე ცეცხლნი სწვიდიან”  (857). 

    ასევე ასმათისაა ყოველდღი-

    ურად სახმარი აფორიზმი: ,,სხვა

    სხვისა ომსა ბრძენია” (859).ვფიქრობ, პოპულარობით ბევ-

    რი ავთანდილისეული აფორიზმი

    ვერ გაეჯიბრება ასმათის ნააზრევს:

     “ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი

    თავისა მტერია” (863).

    ასმათს სულ ეკუთვნის დაახ-

    ლოებით 12 აფორიზმი.

    თავისი მოქმედებისა და მსჯე-

    ლობის დროს ფრიდონმა მოასწრო

    გამოეთქვა 6 აფორიზმი.

    ასე რომ, აფორიზმთა დაახლო-

    ებით 40 პროცენტი თუ ეკუთვნის

    ავთანდილს, დანარჩენი – სხვა პერ-

    სონაჟებს. და ამისი ახსნა საძნელო

    სულაც არაა: პოემის აღნაგობა

    მოითხოვს, ჩვენ თვალწინ მოძრაობ-

    დეს, ტრიალებდეს ავთანდილი,

    ეხმარებოდეს გულგაფუჭებულ

    ძმობილს, ხვდებოდეს არაერთ

    პერსონაჟს, საუბრობდეს მათთან,

    წერდეს წერილებსა და ანდერძებს

    და ა.შ. სწორედ ამ გარემოებამ გა-

    აჩინა ილუზია, თითქოსდა არაბი

    მოყმე ,,ყველა სიბრძნეს” ქადაგებ-

    დეს. სინამდვილეში მისი სიბრძნე

    პროპორციულია მისი აქტიურო-

    ბისა, ასპარეზზე მისი ყოფნის

    ხანგრძლივობისა. თუ აღნიშნულს

    გავითვალისწინებთ, ყველაზე

    ბრძენი გამოდის სოგრატ ვაზირი;განსაკუთრებით არ ჩამოუვარდე-

    ბა მას ტარიელი.

    ტექსტის მიხედვით, ძალიან

    მცირე ასპარეზი ეთმობა ნესტანს.

    არადა, სწორედ მისია შემდეგი ნა-

    სიბრძნი:

    “ბედითი ბნედა, სიკვდილი რა

    მიჯნურობა გგონია?

    სჯობს, საყვარელსა უჩვენნე

    საქმენი საგმირონია”(383).

    ბრძენ-ქალის ნათქვამია სენ-

    საციურად პოპულარული აზრი:

     „ქმნა მართლისა სამართლისა ხესა

    შეიქმს ხმელსა ნედლად“(548).

    ნესტანს ეკუთვნის სასწა-

    ულებრივი გამოთქმები, ჩატეული

    ერთ სტროფში:

    “ბედი უბედო ჩემზედა მიწყივავისა მქმნელია.

    კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს,

    ავი რა საკვირველია?

    სხვადასხვა ჭირი ჩემზედა არ

    ახალია,

    ძველია” (1184).                    

    არც კარგი, არც არაფერი,

  • 8/17/2019 Literaturuli Meskheti_May 2016 (209)

    5/12

    2016 წელი, მაისი   5ლიტერატურული მესხეთი

     

    რუსთველოლოგია

    მასვე ეკუთ-

    ვნის წარმტაცი

    ფილოსოფიური

    დებადი:  „სიკვდილამდის ვის მოუკ- 

    ლავს თავი კაცსა მეცნიერსა?“(1200  ) 

    და ასევე მეტად ღონიერი ნააზრევი:

    „რა მისჭირდეს, მაშინ უნდან გონე-

    ბანი გონიერსა!” (1200).

    აფორიზმებით არის გატენილი

    ნესტანის ანდერძი. ეს ავთანდილისანდერძზე ბევრად ნაკლები ნააზ-

    რევი როდია! შეიძლება ითქვას:

    პოეტის ათობით მხატვრულ მწვერ-

    ვალში განსაკუთრებით გამოირჩევა

    სამი:

    1. ავთანდილის ანდერძი;

    2. პროლოგი;

    3. ნესტანის ანდერძი.

    მაშ, ნესტანი სიბრძნით, რო-

    გორცა ვხედავთ, ავთანდილს დი-

    დად არ ჩამოუვარდება. ახლა კი

    ვნახოთ მისი განსაკუთრებულად

    პოპულარული ნასიბრძნი. ქვემორე

    მოყვანილ სტროფში სამი გონიერი

    თქმაა:

    “ჰხედავცა, ჩემო, სოფელი,

    რათა საქმეთა მქმნელია!

    რაზომცა ნათობს სინათლე,ჩემთვის ეგრეცა ბნელია.

    ბრძენნი იცნობენ, სწუნობენ,

    მით მათგან საწუნელია;

    უშენოდ ჩემი სიცოცხლე, ვაჰმე,

    რა დიდი ძნელია!”(1303)

    ამავე თავშია:  „გაგიცხადა და- 

     მალული გონებამან დაფარულმან”

    (1304 )  და ქვეა:  „აწ კვლა ქმნა იგი

    სოფელმან, რაცა მას შეეფერე- 

     ბის“( 1307); იქვეა:  „ბედმან გვიყო

     ყველაკაი, ჩემო, რაცა დაგვემართა!”

    (1308);  იქვეა სუფიური სიბრძნე: 

     „თუ სიცოცხლე მწარე მქონდა, სიკ- 

     ვდილიმცა მქონდა ტკბილი” (1314).

    ჩემი გამოთვლით, ფარსადანის

    ასულს ეკუთვნის 20-მდე აფორიზ-

    მი.

    ვიმეორებ, მისი მოქმედება-მეტ-

    ყველების სიხშირის მიხედვით, ეს

    გახლავთ ერთი საუკეთესო მონა-

    ცემი!

    არც ფატმანია სათვალავიდან

    გამოსარიცხავი. ისიც ბრძენქა-

    ლია. მას ეკუთვნის სულ 11 გონი-

    ერი გამოთქმა. სწორედ მისია ერ-

    თობ საგულისხმო განაცხადი: „მას

     მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს,

    თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს!”

    (1092);  არანაკლებ საინტერესოა

    ეს გამონათქვამიც:  „მკურნალმა- ცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხ- 

    ლის მხვრეტსა” (1115);  სწორედ

    ფატმანისაა გენიალური მოსაზ-

    რება:  „მართლად თქმულა: „ არა

     ჰმართებს ყვავსა ვარდი, ვირსა –

    რქანი!” (1175);  ვაჭარი ქალის მო-

    ნოლოგშია ჩაგვირისტებული კონ-

    გენიალური დასკვნა:  „ნახეთ, თუ

    ოქრო რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა

     ძირისა!” (1205).  უცილოდ უკვდა-

    ვია ეს ნასიბრძნიც:  „კაცსა დასვ- 

    რის უგულობა და დიაცსა – ბოზი

    ნაცი“(1213); უსენის ცოლის გონი-

    ერების დასტურია ერთ სტროფში

    (1222) ორი აფორიზმის დაჯრა:

     „ვა, საწუთროო, სიცრუვით თავი

    სატანას ადარე!” და  „მით ვხედავ

     ბოლოდ სოფელსა, ოხრად ჩანს ყოვლი სად არე!” უსენის მეუღლი-

    საა ეგ დაუვიწყარი ფილოსოფი-

    ური დებადი:  „ვცან სიმოკლე ბო- 

    როტისა, კეთილია მისი გრძელი!”

    (1443). ეჭვი არაა, რომ ეს გახლავთ

    პოემის იდეური პათოსის მთავარი

    ღერძი.

    ასე რომ, ფატმანი არავისზე

    ნაკლებ სიბრძნეს არ ამჟღავნებს.

    ამრიგად, თუ ავთანდილზე

    მოდის 85 აფორიზმი, დანარჩენ

    აქტიურ პერსონაჟებს მთლიანად

    წარმოუთქვამთ:

    • ტარიელი - 35

    • თინათინი - 5

    •როსტევანი - 12

    • სოგრატი - 8

    • ასმათი - 12

    • ფრიდონი - 6

    • ნესტანი - 20

    • ფატმანი - 11

    • სხვა პერსონაჟები - 4-5 აფო-

    რიზმი.

    სულ დანარჩენ პერსონაჟებს

    ჩამოუყალიბებიათ 115 აფორიზმი.

    მაშასადამე, შეპირისპირება ამ-

    გვარია: 85-115.

    დასკვნა ერთადერთია:  „ვეფ-

    ხისტყაოსანში” ყველა სიბრძნე

    უმთავრესად ავთანდილის პირით

    არის გაცხადებული”–  სიმართლეს

    არ შეესაბამება.

    კატეგორიულად მიუღებელია

    მეორე ცენტრალური დებადი: „ტარიელის დახატვისას ავტორს

     მაინც შედარებით ერთი მიმართუ-

    ლებით მიჰყავს მოქმედება და ერ-

    თპლანიანად ხატავს ამ პერსონაჟს,

    სრულიად სხვაა ავთანდილი. მისი

     მოქმედება ყოველთვის შეესაბამე-

     ბა იმ კონკრეტულ ვითარებას, იმ

     კონკრეტულ სიტუაციას, რომელ-

    შიაც მას უხდება მოქმედება” („ცის-

     კარი”, გვ.106).

    საკითხის ასე წარმოდგენა

    ილუზიაა, რომელსაც ტექსტის ფა-

    ბულის დალაგების, ანუ კომპოზი-

    ციის, თავისებურება იწვევს. ამან

    კი მკვლევარი არ უნდა მოატყუოს!

    საქმე ისაა, რომ ერთნაირ სი-

    ტუაციაში ორივე პერსონაჟი სრუ-

    ლიად ერთნაირად იქცევა (სხვა სა-

    კითხია, ეს ვის როგორ გამოსდის);

    საამისო მაგალითებს ქვემორელე

    უხვად წარმოვადგენ. აქ კი ვიტყ-

    ვი: აღნიშნულ ილუზიას იწვევს,

    ვიმეორებ, ტექსტის ცალკეულ ნა-

    წილთა დალაგება. კერძოდ, მოქმე-

    დება ისეა წარმართული, რომ ავ-

    თანდილის (ანუ არაბეთის) ამბავში

    ჩასმულია, ჩაწნულია ტარიელის

    (ანუ ინდოეთის) ამბავი. ეს იმგვარი

    ვითარებაა, როცა ოქროს ბეჭედში

    ჩაგვირისტებულია ბრილიანტისთვალი. ამიტომაც მოცულობით

    არაბეთის (ავთანდილის) ამბავი

    ბევრად მეტია, ვიდრე ინდოეთის

    (ტარიელის) ამბავი. ამის გამო

    სპასპეტი გამუდმებით ჩვენ თვალ-

    წინ ტრიალებს, მოძრაობს, მსჯე-

    ლობს, მოქმედებს, ფიქრობს; სწო-

    რედ განსხვავებულ სიტუაციებში

    ყოფნა ხდის ამ ორ ერთი თვისების

    გმირს სხვადასხვა ტიპად. მაშა-

    სადამე, სხვადასხვა ობიექტური

    გარემო სხვადასხვაგვარ განათე-

    ბას ანიჭებს მათ. სხვა მხრივ ისი-

    ნი ერთმანეთის ტოლნი, ფარდნი

    და ერთნაირნი არიან და მსგავს

    სიტუაციაში მსგავსადვე მოქმედე-

    ბენ: ორივე მიჯნურია. მაშ, ორივეს

    ახასიათებს ის 10 აუცილებელითვისება, რომლებიც ჩამოთვლი-

    ლია სტროფში:  „მიჯნურსა თვა- 

    ლად სიტურფე”; ორივე კეთილშო-

    ბილია. ისინი ერთნაირად არიან

     „მეფეთაგან ზრდილობით”;  ორივე

    ერთნაირად გაურბის სისხლის

    ტყუილუბრალოდ ღვრას; ორივე

    მოკრძალებულია მაშიკის წინაშე

    და რიდით ელოდება ქალის აღსა-

    რებას; ორივე მყისვე ასრულებს

    სატრფოს მიერ დასახულ საგმი-

    რო დავალებას; ავთანდილმა ნახა,

    რომ ტარიელს გულისსწორის ნა-

    ბოძები ოქროს სამკლაური ეკეთა;

    მანაც მოსთხოვა ასეთი სახსოვარი

    სატრფოს და კიდევაც მიიღო მარ-

    გალიტის სამკლავე; ორივე ერთ-

    ნაირად ებრძვის ბოროტებას, უსა-

    მართლობას; იცავს უმწეოსა და

    დაჩაგრულს; ორივე არის „მძლეთა

     მებრძოლთა” მძლეველი”;  ორივე

    გმირულად გადაეშვება ომში და

    ა.შ. ამირბარიც „მრავალი პლანით”  

    არის დახატული; დებულება, რომ

     „ტარიელის დახატვისას ავტორს

     მაინც შედარებით ერთი მიმარ-

    თულებით მიჰყავს მოქმედება და

     ერთპლანიანად ხატავს ამ პერსო-

    ნაჟს”, კონკრეტული ვითარების

    გაუთვალისწინებლობის შედეგია.საქმე ისაა, რომ, თუ ავთანდილის

    ყოფაში გამოიყოფა 1 ეტაპი, ტა-

    რიელის ცხოვრებაში გამოიყოფა

    სამი ეტაპი:

    I. როცა იგი ნორმალურ ვითა-

    რებაშია;

    II. როცა ამირბარი სატრფოდა-

    კარგულია და ამის გამო დეპრესი-

    აშია ჩავარდნილი;

    III. როცა სატრფოს ადგილსამ-

    ყოფლის დადგენის შემდეგ კვლავ

    ძველებურ მდგომარეობას დაუბ-

    რუნდა. ცხოვრების I და III ეტაპ-

    ზე იგი ისევე ლაღი და მხიარულია,

    სიცოცხლის მეტრფე და მრავალმ-

    ხრივია, როგორც ავთანდილი. ამ

    დროს მისი ქცევა მრავალპლანი-

    ანია სწორედ ისე (და უფრო მეტა-დაც კი), როგორც ავთანდილისა;

    მისი ცხოვრების მესამე ეტაპზე

    ამირბარია ყველა აზრისა და მოქ-

    მედების შემოქმედი; ავთანდილი

    უკვე თმობს პოზიციებს და მთლი-

    ანად ემორჩილება ფარსადანის ძის

    აზრებს, მოსაზრებებს, მოქმედე-

    ბებს; ყველა საქმის ინიციატორი