Literaturuli Meskheti_March 2016 (207)

download Literaturuli Meskheti_March 2016 (207)

of 6

Transcript of Literaturuli Meskheti_March 2016 (207)

  • 8/19/2019 Literaturuli Meskheti_March 2016 (207)

    1/12

    გამოცემის მეთვრამეტე წელი   “LITERATURULI MESKHETI”

    გიორგი ლეონიძე

    №3 (207)

    მარტი2016 წელი

    ფასი 40 თეთრი

    “ЛИТЕРАТУРУЛИ МЕСХЕТИ”

    “დადგით მესხეთში აკვნები, აღზარდეთ კვლავ რუსთაველი”

     

    .

    გიორგი ლეონიძე

    რად არ გვაძინებ ღამეებს,

    ტკივილო დანაკარგისა?

    „ღვთის ქვეყანაში” რა გინდა,

    თავად ღმერთი ხარ ქართლისა.

    რად გეძებთ იერუსალიმს,

    ქართლიდან რისთვის წახველი?

    ხომ საქართველოს ერთადერთს

    შენ მოგილოცა სახელი.

    რად გაეყარე სამშობლოს,

    ტკბილ მიწას, დასაფიცარსა?

    ალბათ, იცოდი, ქართველნი

    ვერ დაგაყრიდნენ მიწასა.

    თუ დაგხედავდა თამარი

    კუბოზე ელვა თვალებით,

    ალმურში გადადნებოდნენ

    რუსთველო, შენი ძვალები.

    დამყურებელო მწვერვალო,

    დაჰხედე საქართველოსა,

    ილოცოს ერმა ქართველმა,

    რაც ძველად ჩოქვით ელოცა.

    რუსთაველს

    „ვის ჰშვენის, – ლომსა, – ხმარება შუბისა, ფარ-შიმშერისა,

    – მეფისა მზის თამარისა, ღაწვ-ბადახშ, თმა-გიშერისა, –მას, არა ვიცი, შევჰკადრო შესხმა ხოტბისა, შე, რისა,მისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამს მართ, მი, შერისა”.

    შოთა რუსთაველი

    არ დაშრა შენი სიმღერა,

    არც სიმი დასწყდა სანთურსა,

    ნუ მოშლი საქართველოში

    სიტყვას და ლექსსა ქართულსა.

    ჩვენს მაჯას მარად აცოცხლებს

    შენი თქმა – ნათლის მთოვარი,

    შენი ღვთიური სიმღერის

    გამოქროლვანი, თრთოლვანი.

    წამოდი, ჩვენო არწივო,

    მოქანდი გულფიცხელადა,

    ჩამობრიალდი თბილისში

    მოფრენილ ცისარტყელადა.

     როზა მეფისაშვილის ილუსტრაცია. 1894 წელი. ახალციხის სახელმწიფო

    ისტორიული მუზეუმის ფონდიდან.

  • 8/19/2019 Literaturuli Meskheti_March 2016 (207)

    2/12

    ლიტერატურული მესხეთი2 2016 წელი, მარტი

     

    პროზა

    ასჯელი

    რობერტ ბერიძეერთი გლეხკაცი სახლს იშენებდა. მო-

    ულოდნელად სიკვდილი წაადგა თავს. თავ-ზარი დაეცა. მუხლებზე დაიჩოქა და შე-ევედრა სიკვდილს: წვრიშვილის პატრონივარ, ობლად, ულუკმაპუროდ და უსახლკა-როდ ნუ დამიტოვებ, ოჯახსო!

    შეეცოდა სიკვდილს კაცი: – კარგი, სხვა დროს მოგაკითხავო! –

    უთხრა.

    გავიდა დრო. გლეხს დაავიწყდა სიკვდი-ლი. რა ხანია აეშენებინა სახლი. კარმიდამობაღნარად ექცია. წვრილშვილიც დაზრ-დოდა. წელმოხრილი, ბარით ხელში, ვაზსრგავდა, გლეხი, სიკვდილის ხმა რომ გაიგო-ნა. ისევ მუხლებზე დაეცა და ისევ შეევედ-რა: ამ ჩემი ხელებით დარგული ვაზის ნაყო-ფისაგან დაწურული ღვინო დამალევინე დამერე, თუნდაც, ჯოჯოხეთში წამიყვანეო!

    შეყოყმანდა სიკვდილი წამიერად: – ოდითგან, ამქვეყნად, ადამიანთა და-

    ბადება და ჩემთან წამოსვლა, რაც თავიმახსოვს, ღვინის გარეშე არ აღუნიშნავთ!

     – დაფიქრდა და ისევ გაეცალა კაცს, თანგააფრთხილა:

     – ყოველდღე მელოდე, აუცილებლადმოვალო!

    მესამედ ისევ მიაკითხა სიკვდილმა. ამ-ჯერად გლეხის სახლიდან დოლისა და ზურ-ნის ხმა ისმოდა.

    ვაჟის ქორწილი ჰქონდა, თურმე. ღვი-

    ნით სავსე ყანწით, ოჯახის მფარველი ანგე-ლოზის სადღეგრძელოს სვამდა, სიკვდილისხმა რომ შემოესმა:

     – წავიდეთ, ახლავე, უკვე შენი დროა! –უბრძანა სიკვდილმა.

    შეწუხდა ისევ გლეხი, დაუპატიჟებელისტუმრის დანახვაზე:

     – ქორწილს ქელეხად ნუ გადამიქცევ.ცოტა ხანი კიდევ მაცალეო! – შეევედრასიკვდილს.

     – არა, ამჯერად არ დაგინდობ, შენი ჩემ-

    თან წამოსვლა ღვთის ნებაა, მე კი, წინ ვერაღვუდგები!

     – შემიბრალე, გევედრები, რამდენიმედღე კიდევ მაცოცხლე! – არ ჩერდებოდაგლეხი.

     – არა, შენი სიცოცხლის ბოლო დღეა.უფალმა ასე ინება! – ახლა უკვე მკაცრი კი-ლოთი მიმართა.

     – შემიბრალე, თუ ღმერთი გწამს, – მუხ-ლებში ჩაუვარდა სიკვდილს.

     – მე უღვთო ვარ და არავის ვემორჩილე-ბი! – ისევ მკაცრად გაუმეორა გლეხს.

     – თუ უღვთო ხარ, მაშ, ღვთის სახელითრატომ აუბედურებ ადამის მოდგმას? –გაუკვირდა გლეხს.

    შეცბა სიკვდილი. გლეხის კითხვამ დააბ-ნია. პასუხი ვერ გასცა.

    ახლა უკვე გული მიეცა გლეხს, დასა-კარგიც აღარაფერი ჰქონდა და... აქეთ შე-უტია:

     – მაშ, არაკაცი და მატყუარა ყოფილ-ხარ, ღვთის სახელით რომ მოქმედებ?!

     – არაკაცი და მატყუარა შენ თვითონხარ, სიტყვის გამტეხი, ორპირი, ფლიდი,ორჯერ შეგიბრალე, დაგინდე და აქეთ მე-საყვედურები, კიდეც?

     – რა მჭირს შენი შესაბრალისი, შე ნაძი-რალავ, ყველას სძულხარ, ახლავე გაეთრიეჩემი სახლიდან, თორემ, ძვირად დაგიჯდებაყველაფერი! – დაუღრიალა გლეხმა და ღვი-ნით სავსე ფიალა შეასხა.

    ახლა კი სულ გაცეცხლდა სიკვდილი.

    იგი ჩვეულ მოკვდავთაგან ასეთ პასუხს არმოელოდა. მისი გამოჩენა ხომ ყოველთვისთავზარს სცემდა ყველა სულიერს, უფრომეტიც, როგორც ღვთის კრავნი, ისე უხმოდ,ტანჯვითა და წამებით მიჰყვებიან უკან.

     – კარგი, ახლა მე წავალ, მაგრამ, იცო-დე, დღევანდელ დღეს მწარედ განანებ.ჩემს თავს მალე მოგანატრებ, აუცილებ-ლად, საშველად მომიხმობ, ვიცი, მაგრამ,არ მოვალ და თუ გამოვჩნდი, შენს წასაყვა-ნად, მაშინ უცრემლოდ, დაუტირებლად გა-მოგაცილებენ ამ წუთისოფლიდან.

     – შენი თავი ნუ დამაჭირვოს, ღმერთმა! – მიაძახა გლეხმა და სიკვდილი კინწისკვ-რით გააგდო ქორწილიდან.

    ამ ამბის შემდეგ დიდი დრო გავიდა. ბევ-რი სიმწარე ანახა შეურაცხყოფილმა სიკვ-დილმა გლეხს – არავინ შემორჩა, ხოლოთვითონ, სიბერისა და ავადმყოფობისაგანსარეცელს მიჯაჭვული, სხვათა სამადლოდმოსავლელი, დაქცეული სახლ-კარის ფან-ჯრიდან ძლივსღა ხედავდა უპატრონოდმიგდებულ, ჭინჭარმოდებულ ბაღ-ვენახს.გული უკვდებოდა. ჯოჯოხეთად ქცეული-ყო მისთვის ყოველი დღე, ყოველი წუთი დაწამი. სიკვდილს უხმობდა, მაგრამ, მისგანდამდურებული სიკვდილი, არ ეკარებოდა.

     – ეჰ, რა ფუჭი ყოფილა ამქვეყნად სიკ-ვდილთან ბრძოლა... სიმწრისაგან ოფლიჩამოსდიოდა სახეზე გლეხს და სასოწარკ-ვეთილი სიკვდილს უხმობდა...

    დიმიტრი ყიფიანის საფლავზე

    კლარა გელაშვილიწმინდანო, როგორც იქნა ვეღირსე მოვ-

    ვახლებოდი შენს საფლავს. მოწიწებითთავი დამეკრა და მეთქვა, რომ ორ წამადაცარ მიღირს ორი საუკუნე შენი დაბადები-დან! არ მიღირს, რადგან, ყოველი დღისრიჟრაჟს და ყოველი მზის სხივს, ჩემი სამ-შობლოს მკერდზე დაცემულს, შენი სახეაქვს... და, ასე, ყოველი ახალი დღე, ახალისიტყვა, შენი შობილია და, მეც, ამიტომაც,ქედს ვიხრი არა წარსულის, არამედ, ჩვე-ნი თანამედროვე წმინდანის წინაშე. მაშ,რატომ ვდგავარ ახლა აქ, შენს საფლავთანდა რად ვკითხულობ ,,ელენეს გოდებას”?რად ვიხსენებ შენს წასვლას, ამა ქვეყნი-დან?! ეს, იმად, რომ ჩვენს შვილებს ვას-წავლოთ მამულისადმი თავდადება. კიდევის, თუ როგორ უნდა იცხოვრო კაცმა, რომქვეყანას დააკლდე და ლოცვად დადგეს

    ერი შენს საფლავთან... ვაჩვენოთ, თუ სა-იდან და როგორ იწყება მარადიული სი-

    ცოცხლე...ძნელია, შენს დიად ნაბიჯებში ჩემი პა-

    ტარა კვალი ჩავტიო, მაგრამ, სასოწარკ-ვეთამდე მისულს, გამახსენდება თუ არაშენი სიტყვები – „არასოდეს სთქვა, დავი-ღალეო”! – სიმხნევე მემატება და წამშივფხიზლდები...

      ,,კაცისა, ყოველივე, სამშობლოს უნდაეკუთვნოდეს''-ო და აღარაფერს ვიტოვებპირადულს!.. იქნებ, ჩემი წვის სხივით,სხვათა გზის განათება შევძლო და ამითღირს გავხდე შენი ხსოვნის მოდარაჯეობი-

    სა... სულს გადავაცვა სტიქარი შენი მსახუ-რებისა...

    ხელისგულივით მოსჩანს მამადავითი-დან თბილისი... ზეციური სამყოფელიდანკი, მთელი შენი ტკივილიანი საქართვე-ლო...

    ვერა და ვერ აიდგა ფეხი!..ვერა და ვერ შედგა იმ რელსებზე, შენ

    რომ დაუგე...

    იმ ორთქლმავალმა წყალი კი არა, სისხ-ლი მოითხოვა...

    არც ეს შეგვენანა, მაგრამ... თავისუფ-ლების ძიებაში კომპასი მოგვეშალა და შე-დეგმაც არ დააყოვნა, – გაუმარჯოს ამერი-

    კას! ხელი მან გამოგვიწოდაო და დღემდეგაუცნობიერებლად შევყურებთ სივრცეს,

    საიდანაც ეს ხელი უნდა გამოჩნდეს, მაგ-რამ, არა ვიცით რა, – მადლით „გვემუქრე-ბა'” ეს ხელი თუ ხელყოფით?..

    ნეტავ ახლა, „ქართული ენის გრამატი-კის” უბადლო ავტორს, დედაენის გვერდზერომ უსამშობლო ხალხის სახელმძღვანე-ლო გენახა, ნეტავ რას იტყოდი, რას მო-იმოქმედებდი? ნეტავ საით აიღებდი გეზს,ახლა რომ ჩვენი მესაჭე ყოფილიყავი?

    შენს ხსოვნას, ილიას ხსოვნას, ბევრადუფრო გონიერი შთამომავლობა ეკადრებო-და... საუკუნეები უკან ბრუნდებიან, ყოვე-ლივეს იმეორებენო... მაშ, სად ხართ თქვენ,თქვენი ახალი სიტყვით, გადარჩენის გზისახალი პროგრამით?!

    სული მეხუთება, მაგრამ, არ ვიტყვი,დავიღალე-მეთქი!–

    მე ახალი ვარსკვლავის დაბადებასუნდა მოვესწრო! სწორედ იმ ვარსკვლავი-

    სას, კიდევ ერთხელ რომ ბეთლემს გაანა-თებს!..

    გუგული

    ელიზბარაშვილიგზა, რომელიც წყლის დი-

    ნების საწინააღმდეგოდ მიდის,

    მაღლა და მაღლა მიიწევს, სა-

    დაც მთა მთას მიჰყვება, ხევ-ღე-

    ლეები მთაგრეხილებში იჭრება,

    მიდის იქამდე, სანამ მთებიდან

    დაშვებული ცელქი და მოუს-

    ვენარი ნაკადულის სათავე არგამოჩნდება, რომლისგანაც ის

    იბადება და მოედინება.

    მრავალი მთა, მაღლობები,

    დაბლობები, ნიაღვრებისაგან

    ჩახრამულნი, უსწორმასწორონი,

    ხალიჩასავით შემოსილი ლამაზი

    საძოვრებით, სხვადასხვა სახის

    ბუჩქებითა და მზის სხივებით

    გაბრწყინებული ფიჭვისა და

    ნაძვის, რცხილისა და ვერხვის,

    მუხისა და ნეკერჩხლის ხეებით

    შეფენილი, ფერადი ტყეებით გი-

    ზიდავენ და გულს გიხარებენ.

    სწორედ ამ მაცოცხლებელი,

    სურნელოვანი ბუნების წიაღი-

    დან, ნაძვებისა და ფიჭვის ფეს-

    ვებიდან მორაკრაკებს მაჯის

    სიმსხო ცივი, სასიამოვნო, ანკა-

    რა წყარო. ის წმინდა და სპეტა-

    კი, უწყინარი, გემრიელი წყლის

    სახით მოეფინება, როგორც

    ახალშობილი კვიცი, აქეთ-იქით

    ეცემა, ცდილობს გასწორდეს და

    გამართულმა მოძებნოს თავისი

    სწორი გზა. პოულობს კიდეც.

    ნელა, მშვიდად ეშვება შო-

    რეულ გზაზე სამგზავროდ და

    იწყება მისი დიდი თავგადასა-

    ვალიც. იგი, გზადაგზა, მრავა-

    ლი სანახაობის მომსწრე ხვდე-

    ბა, მერე ზღვას უერთდება და

    ახალ, მარადიულ სასუფეველში

    უჩინარდება.

    პატარა წყარო მოწიწებით

    მიიწევს წინ და სხვადასხვა, თა-

    ვისსავე მსგავსი წყაროს წყლე-

    ბით ივსება და მდიდრდება. მათ-თან ერთად იზრდება, ღონიერ-

    დება, ცეკვა-ხტუნვით, ფრინვე-

    ლების ჭიკჭიკსა და ჟრიამულში

    ჩაედინება ხევ-ღელეებში, სა-

    დაც ულამაზესი პატარ-პატარა

    ჩანჩქერები წარმოიქმნებიამ

    და ისეთ ხმას გამოსცემს, თით-

    ქოს კისკისებს. მისი უსწორმას-

    წორო ნაპირები, მისი დინება,

    თმის ოთხწვერიანი ნაწნავის

    მსგავსად, რიტმულად და უსას-

    რულოდ იწნება, რაც ზღაპრულ

    სანახაობას ტოვებს.

    სწორ და ვაკე ადგილებზე,

    დაღლილი ნაკადულები, შეუმჩ-

    ნევლად, წამიერად შეისვენებენ,

    თვალს მოატყუებენ და ისევ აგ-

    რძელებენ შორეულ გზაზე დი-

    ნებას.

    სუფთა, ჰაერივით გამჭ-ვირვალე ნაკადულებს სიამოვ-

    ნებთ და ეამაყებათ თავიანთ

    სტიქიაში ულამაზესი, ცელქი,

    მოუხელთებელი, ოქროსფერი

    კალმახების დგაფუნი. აქ თევ-

    ზებიც უსაფრთხოდ, დაცულად

    და ბედნიერად გრძნობენ თავს,

    ხშირ-ხშირად, ჩანჩქერებში უჩი-

    ნარდებიან და... ასე გრძელდება

    უკუნისი უკუნისამდე.

    წყაროს წყლებით გამდიდრე-

    ბულ ნაკადულს, გზადაგზა, სულ

    ქვემოთ და ქვემოთ, უშველებელ

    კლდის ლოდებთან პირდაპირი

    შეჯახებებიც უხდება და, ბარში

    ჩასვლამდე, კარგა გვარიანად

    იღლება, იდღვიბება, მერე დარ-

    ბილებული და დახამებული,

    პატარა მდინარედ გადაიქცევა.

    ერთი კია, მას, სადაც დაიბადა,ნელ-ნელა აიდგა ფეხი, იქიდან

    მოაქვს მთის სიხასხასე და თვა-

    ლით უხილავი, ფაუნისათვის

    ფრიად სასარგებლო და აუცი-

    ლებელი ელემენტი – მაცოცხ-

    ლებელი, – მთის სუფთა ჰაერი.

    ბარში, მას, ხშირად, ხიდების

    ქვეშაც უხდება გაძრომა, მიმარ-

    თულების შეცვლაც და ყოველი

    მხრიდან, თავისსავე მსგავსი,

    ტოლი, ზოგჯერ უფრო დიდ

    მდინარეებთან შერწყმა და სა-

    კუთარი იერსახის შეცვლა, – ხან

    მოლურჯო ფერში გადადის, ხან

    რუხი ფერი გადაჰკრავს და, ბო-

    ლოს, კამკამა მთის მაცოცხლე-

    ბელი ნაკადული მღვრიე ტალ-

    ღებად იქცევა და სამუდამოდ

    კარგავს თავის სიკამკამეს.

    და მაინც, ყველაზე მეტად

    მუჩუხჩუხე ნაკადულებს, ამინ-

    დის უცაბედი ფერისცვალება

    აღიზიანებთ. ჯერ უწყინარი ჟუ-

    ჟუნა წვიმა, მერე შხაპუნა, თავს-

    ხმა და... ამღვრეული ნაკადულე-

    ბი, მდინარის მინგრეულ-მონგ-

    რეული ნაპირები და ქვა-ღორ-

    ღით ჩახერგილი კალაპოტები.

    ბოლოს, უფაქიზესი და უსპე-

    ტაკესი მთის ცივი, ანკარა წყლე-

    ბი თავისი პატარ-პატარა შენაკა-

    დებით ღვარცოფებად იქცევიან,

    თავის სახიერებასაც კარგავენ

    და ადამის მოდგმას საფიქრალ-სადარდებელსაც უჩენენ ხოლმე.

    მერე, ნელ-ნელა ისევ ცხრებიან,

    მშვიდდებიან... ასე მეორდებიან

    ათადან და ბაბადან მოყოლებუ-

    ლი უკუნისი უკუნისამდე...

    ურავლის ხეობის ნაკადულები

  • 8/19/2019 Literaturuli Meskheti_March 2016 (207)

    3/12

    2016 წელი, მარტი   3ლიტერატურული მესხეთი

    კლარა გელაშვილი

    ***სადაურობას მკითხავდა ერთი...(ჯერ, საქართველოს მზეს დავიფიცებ!) –მახსოვს, მესხეთში ღიღილოს ვკრეფდი,მერე ქვიშხეთში გამოვიღვიძე...

    სანთელისკას გავეყარე, ახლა ვარ ხვითო,მოვპარე სითბო ფუტკარს ფრთებიდან,ცეცხლში დავიწვი, გარდავისახე,რომ დავდგომოდი უფალს შეგირდად...ღარიბი მქნის და ღარიბი მყიდის,მრცხვენია, გამვლელს ხვეწნით სდევს როცა,გახსოვდეთ, ჩემს ალს უფალთან მიაქვსთქვენი უსიტყვო, გულწრფელი ლოცვა!ციხის კედელზე, ტაძრად თუ ნიშშიმდუმარედ ვეკვრი მთრთოლვარე თითებს,განსაცდელშიც ხომ დიდია მადლი, –სწორედ ესაა მაცხოვრის სიბრძნე...ბოლო ბაქანზე ჩამოვალთ ყველა,აქ იწირება სულის ზედაშე...რა უნდა იყოს იმაზე წმინდა, –ჩოქვად რომ ვდგევართ,ხატთან, მე და შენ...

    მხოლოდ ქართულად...გადამითარგმნეთ, ცხელი გული გადამითარგმნეთ,ატატებული გრძნობა თარგმნოთ იქნებ, ჩინურად,გადამითარგმნეთ, უნაზესი სულის სიმძაფრეან ქართული ცის ცისარტყელა თარგმნეთ ფინურად.გადამითარგმნეთ, გთხოვთ, მთაწმინდა გადამითარგმნეთ,გადამითარგმნეთ ბერმუხა და ცეცხლის ღადარი,გადამითარგმნეთ უფლისციხე, მერე ვარძია,უცხო პალიტრით მომიხატეთ ფრესკა თამარის...გადამითარგმნეთ დიდოსტატის დიდი მარჯვენა,სვეტიცხოველში ცხელი გულის თარგმნეთ საფლავი,გადამითარგმნეთ, როგორ იცავს მიწას მადლიანსგალაკტიონის იისფერი თოვლის საბანი.გადამითარგმნეთ, სიყვარული გადამითარგმნეთ,გადამითარგმნეთ „გენაცვალე”, თუნდაც , „გეთაყვა”,დედაენაში აკინძული ჩვენი ფოლკლორი,–მითებითა და ლეგენდებით სავსე ქვეყანა...გადამითარგმნეთ ქარაფები, გადამითარგმნეთ,მერე, მათთვისაც გამოძებნოთ ახსნა, ეგების, –თუ რად წამოსცდა მოყმის დედას სიტყვა სამძიმრად,

    დაე,იცოდნენ, სისხლით სისხლს რომ არ მიეგების!..გადამითარგმნეთ უფლის მადლი, გადამითარგმნეთ,ტატოს მერანი ნახე, როგორ მიჰქრის ზღაპრულად,გადამითარგმნეთ „საქართველო”, გადამითარგმნეთ,ვით ათრთოლდები, თუ არ ითქვა, იგი ქართულად?!გადამითარგმნეთ, მწუხრის ჟამი, გადამითარგმნეთ,ღმერთო, თარგმნილი ჩემი გრძნობა, როგორ გაკადრო?!რა ვქნა, მიყვარხართ, თუკი მხოლოდ, მხოლოდ ქართულად, –ამ ცისქვეშეთში ჩემი ზეცა რომ არ დავკარგო!

    ჩემი იებიმე გუშინ იებს დავეძებდილიხის აღმართზე, –ჭიამაიამ ამისრულა გულისწადილიდა, მაპოვნინა...დავკრიფე ნაზად და ვუძღვენიარც ქმარს, არც დედას, –ფრთხილად შევაღე სახლის კარებიდა შემოვავლე აკვანზე ეკას, –ჩემი იები, ჩემი განძი, –ყმაწვილქალობა...

    მიდი, დამიძახე....მინდა დავირბინო შენი მთა-ველები,მინდა, მოგეფერო, მესხეთო,

    უნდა მოვიძიო ჩემი ნაკვალევი, –თაფლის სანთლით უნდა ვეძებო!მიდი, დამიძახე!...მინდა ჩავაქსოვოფრთათეთრ გვირილებში ღიღილო,ცხრა მთას გადაგისვრი, აღარ გაგიკარებ,გულს შემოჩენილო ტკივილო!თითქოს მოგიძულე, დედინაცვალივით,გტკივა, – სხვა სახატე ვიწამე ...ეს არ დაიჯერო, ჩემო საყუნეთო,ფეხი მე შენს მკერდზე ვისწავლე!..

    მაგ მკერდს მივაბარე ჩემი დიდი განძიც,ჩემი ნუგეში და ხვითო, –მძევლად შეგატოვე გატანჯული დედა,სხვა ხარკს, ჩემგან რაღას ითხოვ?!..როცა ავბორგდები, ძილი გამიტყდება, –შენი მონატრება მტანჯავს!..მყისვე გეახლები და თავს გავიმართლებ, –ქალის ბედია და... რა ვქნა?! 

     ზღვის ცრემლებიიუზა გელაშვილის ხსოვნას

    ზღვას გადაჰყოლია ფრთათეთრი თოლია,ჩამოდნენ თმათეთრი მთები,თვალი თუ სველია, დრო მთლად შიშველია,მძიმეა პატარა ცრემლი...აფრას რომ დაეცა, გული ვერ გაექცა,ჩაძირა იმედი მერცხლის,ღვთისმშობლის ცრემლებიბედიის ტაძართან,

    დრო მოვა, ყველაფერს შეცვლის!..

    აფხაზეთო, ჩემო, შენო,აწ კი, მისო სუდარავ,შენი ერთი მუჭა მიწისმეტი, აღარც სურდა რა!..რა ყოფილა, ეს პატარაცრემლი, ციდა, ნამცეცა...გული როგორ დაიტანაღაწვზე ჩამონაღვენთმა...

    დგას ანაკობია, დაღლილი თვალებით,რიწას კვლავ ფერს უცვლის სევდა...თამარის ხიდზე თუ არ შეგხვდა აპრილი, –იტყვი, რომ დაგცინა ბედმა...ცხუმს ახლა აღარას მღერიან გედები, –გადმოჰყვნენ მოქცევას ზღვისას...ოდესმე აიხდენს იმ სიზმარს, ყმაწვილი, –პაპამ რომ ანდერძად მისცა...აფხაზეთო, –ჩემო,

    შენო!

     პასუხილ.გრიგალაშვილს

    შენ რომ მოსტირი, იმ ბაღში მე ვარ.შენს ნაფეხურსაც ვიპოვნი თუ გსურს;შენს მონატრებულ ქვას ხელს გადვუსვამ,გავუფრთხილდები იმ კუთხე-კუნჭულს.სადაც ლამაზი დაგრჩა ბავშვობა,დღესაც გიხმობენ ლიხში იები,მაგრამ რა ვუყო, თუკი შენს ნაცვლადდღეს მათ დაკრეფენ ჩემი შვილები?!ახალ ბუდეში ჩაქსოვე ნებით,სულის სიმები, აღთქმის წესადა,მაინც, ჩემსავით, დღემდე ასე სთვლი, –თითქოს, ვიღაცის ვალი გემართა...და რაც დღეს შენში აღმოვაჩინე, –სარკეს შევხედე, თითქოს შემთხვევით,

    მეც ხომ მატირებს ჩემი ვარძია,მეც ხომ მეძახის ჩემი მესხეთი!...... ჩემი მერცხალი დასერავს სამხრეთს,შენ ჩემთა თვალთა ხილვად მოგიხმობ,მე შენს ბავშვობას მზითვად გაგატანდა იმის ნაცვლად, ჩემსას მოვითხოვ!...

    საბავშვო ბაღიცხოვრება დიდი საბავშვო ბაღია.ჩვენ, – მუდმივად ბავშვები.დაუსრულებლივ ვწუწუნებთ დაცრემლიანი თვალებით ვუმზერთ გზას,საითაც დედები გაუჩინარდნენ...

    თუმცა, ვიცით, ისინი აღარასოდესდაბრუნდებიან!...მერე, ამ ბაღში, ჩვენც დავტოვთ შვილებს...მერე ჩვენი შვილებიც... შვილიშვილებიც...ასეთია ერთ-ერთი კანონი სამყაროსმარადიულობისა...დღემდე ხელგაწვდილი დავალ ამ ბაღში დაცრემლიანი თვალებით ვითხოვ სითბოს,რომელიც დედამ წაიღო.ის აღარ მოვა!..

    მე უნდა მივაკითხო!..

    ფუფალაარ დახევია ჭრელა-ჭრულითნაკინძი კაბა,არ გაცვეთია ქუსლდამძვრალი„ტუფლის” პადოში,ისევ ამაყად მიირხევა,როგორც ჩვეოდა,ქუსლს არ იფუჭებსგლეხი ქალისშავი კალოშით.ფერუმარილით დატკეცილილოყა სავსეა,ისე, ვით გული, ისიც ელისთავის შიოლას...იყო ფუფალა...კვლავაც არის! – წარმოსახვებითრამდენ მარტოსულსგათენება გაუიოლა...

     ვეძებ...უდროოდ მოვიდა მწუხარება,ფრთებზე წამეკიდა ცეცხლი.თუმცა, გვიანია სინანული,რადგან, ვეღარაფერს შევცვლი...მაშინ შევიგრძენი დედამიწა,თავზე რომ დამექცა ბუდე,ვეღარ შემიფარა ცრემლიანიდედის გათოშილმა უბემ...შვილის შიშჩამდგარი თვალებისთვისდღეს ცრემლის დამალვაც შევძელ,ეჭვშეუტანელი სიყვარულისმადლი დავკარგე და, ვეძებ!..

    როგორ მჭირვებიხარ...რწმენა განმიმტკიცე,რწმენა განმიმტკიცე,რწმენა განმიმტკიცე

    რწმენა!...ასე ვჩურჩულებდი,თითქოს ბანი მომცესთავზე დამგუგუნეს მთებმა;რწმენა განმიმტკიცე,ზე, ხელს აღვაპყრობდი,კრძალვით ამბორს ვყოფდიკუთხეს,ცაო,უფლისაო,მადლით აღვსილმყავი,როგორ მჭირვებიხარ.თურმე!..

     ელენეს გოდებანაწყვეტი პიესიდან ,,გზა მოწამისა – დიმიტრი ყიფიანი''

    მამა მომიკლეს! შენ კი – შვილი, მამულო ჩემო!გათენებამდე რამდენიმე წუთი რომ აკლდა...მაინც გათენდა!იმ სუდარას, მამას რომ ერგო,

    საქართველოსთვისამზადებდა მტერი, ქართველთა!მამა მომიკლეს!!!შენ კი – შვილი, მამულო ჩემო!ერის ქომაგის აკვნესებულ გულში ატირდააწმყო, წარსული, მომავალი, –ბინდი სოფელის!

    ვინ გაუყინა ძარღვში სისხლი, სადაც ძალუმადდანავარდობდა სიყვარული, მხოლოდ ქართული?!მამა მომიკლეს!-შენ კი – შვილი,მამულო ჩემო!მიიღე მისი გული, როგორც უფლის ნობათი!მიიღე მისი სისხლი, როგორც წყალი მწყურვალთა!მიიღე მისი სული, როგორც თბილი ნიავი,მალამოდ იყოს და ნუგეშად, ადამიანთა!

    პოეზია

  • 8/19/2019 Literaturuli Meskheti_March 2016 (207)

    4/12

    ლიტერატურული მესხეთი4 2016 წელი, მარტი

     

    ინტერვიუ

     – ბატონო სიმონ, გთხოვთ,გვითხრათ, როგორი იყო ისტორი-ული ტაო-კლარჯეთის ეროვნულიშემადგენლობა 1921 წლამდე? 

    მესხეთის ნაწილი - ისტორიულიტაო-კლარჯეთის ტერიტორია, რუ-სეთმა ოსმალეთისაგან 1877-78წლების ომის დასრულებისას ხელ-

    მოწერილი სან-სტეფანოს ზავისშედეგად, კონტრიბუციის ნაცვ-ლად მიიღო. იმავე ხანებში ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე შეიქმ-ნა რამდენიმე ადმინისტრაციულიერთეული:

    ა) ართვინის ოკრუგი, რომე-ლიც მოიცავდა ისტორიული ძველიკლარჯეთის საერისთავოს მნიშვ-ნელოვან ნაწილს (თვითონ კლარ-ჯეთს, ლიგანის უდიდესი ნაწილსდა შავშეთ-იმერხევს). 1883 წლის27 ივნისს ართვინის ოკრუგი ქუ-თაისის გუბერნიის შემადგენლო-ბაში შევიდა. იგი დაიყო ართვინის,არტანუჯის და შავშეთ-იმერხევისუბნებად. 1903 წლის 1 ივლისს არ-თვინის ოკრუგი კვლავ ბათუმისოლქის შემადგენლობაში მოექცა.ართვინის ოკრუგის ადმინისტრა-ციული ცენტრი იყო ქ. ართვინი.ფართობი - 3272 კმ². დასახლებულიპუნქტების რაოდენობა - 165 (1905წ.); მოსახლეობის საერთო რაოდე-ნობა 1882 წ. - 38 443, 1905 წ. - 58418 კაცი. ოკრუგის მოსახლეობისუმრავლესობას მაჰმადიანი ქართ-ველები შეადგენდნენ. 1916 წლისაღწერის მიხედვით 61 000 მოსახ-ლიდან 56 000 მაჰმადიანი ქართ-ველი იყო. ქართული კარგად იყოშენარჩუნებული ლივანაში (ძვე-ლი ლიგანი), მურღულის ხეობაში,ზემო შავშეთსა და იმერხევში.

    ბ) არტაანის ოკრუგი, რომელიცმოიცავდა ისტორიულ სამხრეთ-და-სავლეთ საქართველოს (მესხეთის)სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს,1883 წელს არტაანის ოკრუგისყარსის ოლქს შეუერთდა. ოკრუგისშემადგენლობაში შედიოდა: კოლა,

    არტაანი, ჩილდირი (ჩრდილი) დასამცხის სამხრეთი ნაწილი ფოც-ხოვი (ანუ ყარსის ოლქის ცენტრა-ლური ჩრდილოეთი ნაწილი). 1883წელს ოკრუგი დაიყო არტაანის,კოლის, ჩილდირისა და ფოცხოვისუბნებად. არტაანის ოკრუგში, გან-საკუთრებით კოლის, არტაანისა დაჩილდირის უბნებში, მოსახლეობისმნიშვნელოვან უმრავლესობასთურქები, თურქმენები, ყარაფა-ფახები და ქურთები შეადგენდნენ,სხვა ერების წარმომადგენლები- სომხები, ბერძნები და რუსებიუმნიშვნელო რაოდენობით იყვნენ.1921 წლისათვის არტაანის ოკრუ-გის ყველაზე ქართული რეგიონიფოცხოვის უბანი იყო, რომელიცთბილისის გუბერნიის ახალციხისმაზრას ესაზღვრებოდა. არტაანისოკრუგი ყარსის ოლქის სამხრეთ

    ნაწილისაგან მტკვრისა და არაქ-სის აუზების წყალგამყოფი ყარ-სის ქედით იყო გამოყოფილი დამტკვრისა და ფოცხოვის ხეობებისზემო წელს მოიცავდა. ეკონომი-კურ-გეოგრაფიული თვალსაზრი-სით, თბილისის გუბერნიასთან იყოდაკავშირებული.

    გ) ოლთისის ოკრუგი, რომე-ლიც მოიცავდა ტაოს ისტორიულმხარეს, ყარსის ოლქის შემადგენ-ლობაში შედიოდა. 1913 წლისთვისოკრუგში დაახლოებით 30 ათასამ-დე ადამიანი ცხოვრობდა, მათგანყველაზე მეტი თურქები (60%),ქურთები (10%), სომხები (9%),

    ბერძნები (8%), რუსები (2%). – ბრესტ-ლიტოვსკის საზავო

    ხელშეკრულების (1918 წლის 3მარტი) გაფორმების დროს დიდი

    დავა იყო იმაზე, თუ სად უნდა გა-სულიყო თურქეთის საზღვრებიამიერკავკასიაში. ერთი ვარიანტითთურქეთის შემადგენლობაში ახალ-ქალაქიც მოიაზრებოდა. როგორმოხდა ამ საზღვრების დადგენა?ლევ ტროცკის რომ დაეჭირა მტკი-ცე პოზიცია, შენარჩუნებული იქ-

    ნებოდა თუ არა ტაო-კლარჯეთისნაწილი მაინც საქართველოს საზღ-ვრებში?

    ლევ ტროცკის მიერ 1929 წელსდაწერილ მემუარებში – „ჩემიცხოვრება”, ბრესტ-ლიტოვსკის მო-ლაპარაკებას ორი თავი აქვს დათ-მობილი, მაგრამ იგი არცერთშიარაფერს არ ლაპარაკობს ართვი-ნის, არტაანის და ოლთისის ოკრუ-გებზე (ანუ ტაო-კლარჯეთზე). ლევტროცკი უფრო დაინტერესებულიიყო უკრაინის და ბელორუსიისტერიტორიებით და ამიტომაც გერ-

    მანიისადმი ზედმეტ დათმობებზეუარს აცხადებდა. შესაბამისად,მას ამიერკავკასიის ტერიტორი-ების მიმართ მტკიცე პოზიცია არჰქონია და არც ექნებოდა. გარდაამისა, გავიხსენოთ, რომ კავკასი-აში ბოლშევიკების მოწინააღმდე-გეები - მენშევიკები ბატონობდნენ

    და, აქედან გამომდინარე, აშკარაა,ლევ ტროცკის რუსეთის კავკასი-ური ტერიტორიების ბედი ნაკლე-ბად ადარდებდა. სხვათა შორის,ლევ ტროცკი საგარეო საქმეთასახალხო კომისრის (მინისტრის)თანამდებობიდან 23 თებერვალსგადადგა და მას ბრესტის საზავო

    ხელშეკრულებისთვის ხელი არცმოუწერია. საბოლოო დოკუმენტზეხელმოწერა გრიგორი სოკოლნიკო-ვისაა, რომელიც მოლაპარაკების

    ბოლო ეტაპზე საბჭოთა რუსეთისდელეგაციას ხელმძღვანელობდა.

     – 1918-1920 წლები განსაკუთ-რებით დიდი უბედურების წლებიიყო სამცხე-ჯავახეთის მოსახლე-ობისათვის...

    ამ საკითხზე საუბრისას აუცი-ლებლად უნდა გავიხსენოთ იმ პე-

    რიოდის მსოფლიოში მომხდარიყველაზე ეპოქალური მოვლენა

     – პირველი მსოფლიო ომი, რო-მელმაც თავისი გავლენა სამცხე-ჯავახეთზეც მოახდინა. როგორცმოგეხსენებათ, პირველ მსოფლიოომში რუსეთის იმპერიის, როგორცანტიგერმანული კოალიციის (ან-ტანტის) წევრის კავკასიის სამე-ფისნაცვლოს ტერიტორია „ოთხ-თა კავშირის” წევრ ოსმალეთთან(თურქეთთან) მიმართებით ფრონ-ტის წინა ხაზს წარმოადგენდა.1915-1916 წლებში რუსეთის არმიის

    კავკასიის ფრონტის ჯარებმა მნიშ-ვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს -დაიკავეს ერზერუმი, მუში, ტრაპი-ზონი (ანუ დღევანდელი თურქეთისტერიტორიის თითქმის მესამედი),მაგრამ 1917 წლის რევოლუციისშედეგად რუსეთის კავკასიის არმიაბოლშევიკური აგიტაციის შედეგად

    უმართავ ძალად იქცა, გახშირდადეზერტირობა, მაროდიორობა...ფრონტი, ფაქტიურად, დაიშალა.რუსეთის ჯარმა უკან დაიხია დადაკავებული ტერიტორიები კვლავთურქეთმა დაიბრუნა. სხვათა შო-რის, იგივე სიტუაცია იყო დასავ-ლეთის ფრონტზეც (დღევანდელუკრაინასა და ბელორუსიის ტე-რიტორიებზე). გერმანიის ჯარებ-

    მა კიევიც დაიკავეს. 1918 წლის 3მარტს ქალაქ ბრესტ-ლიტოვსკში(დღევანდელი ბელორუსია) საბ-ჭოთა რუსეთი იძულებული გახდახელშეკრულება დაედო, რომლისმე-4 მუხლის ძალით, ბათუმის ოლ-ქის სამხრეთი ნაწილი (ართვინისოკრუგი), აგრეთვე არტაანისა დაოლთისის ოკრუგები, თურქეთსგადაეცა (მართალია, პლებისცი-ტის ჩატარების პირობით, მაგრამმაინც). ამიერკავკასიის სეიმმა დაკომისარიატმა ბრესტის ზავის პი-რობები არ აღიარეს, თუმცა ოსმა-ლეთისთვის ამას უკვე მნიშვნელო-ბა აღარ ჰქონდა.

    ქართველი ხალხისთვის ამუმნიშვნელოვანესი პრობლემისმოსაგვარებლად, 1918 წლის მარ-ტში, ქ. ტრაპიზონში გაიმართაოსმალეთსა და ამიერკავკასიის

    კომისარიატის დელეგაციათა მო-ლაპარაკება. ტრაპიზონის კონფე-რენციაზე ოსმალეთი ბრესტ-ლი-

    ტოვსკის საზავო ხელშეკრულებისმე-4 მუხლის უპირობო შესრულე-ბას ითხოვდა. მხარეთა უკომპრო-მისობის პირობებში კონფერენციაშეწყდა და ოსმალეთმა ბათუმის,არტაანისა და ყარსის ოკრუგე-ბის დაკავების მიზნით საომარი

    მოქმედებები დაიწყო. 1918 წლისმარტ-აპრილში ოსმალეთმა მთე-ლი აჭარის, გურიის ნაწილის დასამცხე-ჯავახეთის ოკუპირებამოახდინა. მართალია 1918 წლისაპრილში ამიერკავკასიის სეიმმაახალი დამოუკიდებელი სახელმწი-ფოს - ამიერკავკასიის დემოკრატი-ული ფედერაციული რესპუბლიკისშექმნა გამოაცხადა, მაგრამ ამანსაქმეს მაინც ვერ უშველა. 1918წლის მაისში ოსმალებისაგან ოკუ-პირებულ ბათუმში კვლავ დაიწყომოლაპარაკება ამიერკავკასიისადა ოსმალეთის დელეგაციებსშორის. სამწუხაროდ, მოლაპარა-კების დროს, ამიერკავკასიის დე-ლეგაციაში განხეთქილება მოხდა:აზერბაიჯანელები აშკარად მხარსუჭერდნენ ოსმალებს, მაშინ, როცადელეგაციის ქართველი და სომე-

    ხი წევრები ეწინააღმდეგებოდნენთურქების ჯარების წინსვლას.ასეთ პირობებში, 1918 წლის 26მაისს გამოცხადდა საქართველოსდამოუკიდებლობა. შესაბამისად,საქართველომ ოსმალეთთან მოლა-პარაკება ცალკე სუბიექტის სახითდაიწყო, რადგან სამხედრო-პოლი-ტიკური სიტუაცია ძალიან მძიმეიყო, საქართველო იძულებული

    გახდა დათანხმებოდა ოსმალეთისპირობებს. 1918 წლის 4 ივნისსბათუმში საქართველოს დემოკ-რატიულ რესპუბლიკასა და ოსმა-ლეთს შორის დადებული „მტკიცემშვიდობისა და მუდმივი მეგობ-რობის” ხელშეკრულების თანახ-მად, ოსმალეთის კუთვნილებაშიგადადიოდა ბათუმის, ართვინისადა არტაანის ოლქები, ახალციხისმაზრის უმეტესი ნაწილი, აგრეთვემთლიანად ახალქალაქის მაზრა,ანუ, ამით აღდგა რუსეთ-ოსმალე-თის 1823 წელს არსებული საზღვა-რი. იმავე ხელშეკრულებით, ოკუპი-რებულ ტერიტორიებზე განისაზღ-ვარა მუსულმანთა უფლებები დამათი მმართველობის სტრუქტუ-რები.

    ოსმალეთი მოპოვებული უპი-რატესობის განმტკიცებას შეუდ-

    გა. 1918 წლის ივლისში მის მიერვეოკუპირებული ბათუმის ოლქისადა ართვინ-არტაანის ოკრუგების

    ტერიტორიაზე ოსმალეთმა პლე-ბისციტი ჩაატარა და გამოაცხადა,რომ ამ ოკრუგების მოსახლეობამთურქეთის შემადგენლობაში გა-დასვლა ისურვა. ეს იყო დიდისიცრუე, რადგან რეფერენდუმიუხეში ძალმომრეობისა და შანტა-ჟის პირობებში ჩატარდა. რასაკ-ვირველია, ოსმალების ბატონობის

    დროს, აჭარისა და სამცხე-ჯავახე-თის ადგილობრივი მოსახლეობისმდგომარეობა ძალზე მძიმე იყო,განსაკუთრებით ქრისტიანებისადა მათგან ყველაზე გაუსაძლისი -სომხების მდგომარეობა.

    საბედნიეროდ, ოსმალეთისბატონობა დიდხანს არ გაგრძე-ლებულა: პირველ მსოფლიო ომშიოსმალები დამარცხდნენ და მუდ-როსის 1918 წლის 30 ოქტომბრისსაზავო შეთანხმებით მათ საქართ-ველოს ოკუპირებული ტერიტორი-იდან ჯარების გაყვანა მოუწიათ,მათ შორის, რასაკვირველია, სამც-ხე-ჯავახეთიდანაც. თუმცა, სანამთურქები გავიდოდნენ, ბათუმში,ართვინში, არტაანში (არდაჰანში)და, ცხადია, ყარსის ოლქშიც, მრა-ვალი მხარდამჭერი და აგენტი და-ტოვეს. არ უნდა დავივიწყოთ ის

    ფაქტიც, რომ ზემოთ ჩამოთვლილიმხარეების მოსახლეობის უმეტესინაწილი მუსულმანი იყო და, მიუხე-დავად მათი ქართული წარმომავ-ლობისა, საკმაოდ მნიშვნელოვანინაწილი - განსაკუთრებით მსხვი-ლი მიწათმფლობელები და ბეგე-ბი - მხარს ოსმალეთს უჭერდნენ.სწორედ მათი ინიციატივით, 1918წლის 1 დეკემბერს, ყარსში მოწვე-ული ადგილობრივი პროთურქულიეროვნული საბჭოს სხდომაზე, ე.წ.„სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის დე-მოკრატიული რესპუბლიკა” („ყარ-სის მთავრობა”) გამოცხადდა, რომ-ლის ტერიტორიებად დადგინდაყარსისა და ბათუმის ოლქები (არ-თვინ-არტაანითურთ), ერევნის გუ-ბერნიის ნაწილი, თბილისის გუბერ-ნიის ახალციხისა და ახალქალაქისმაზრები. თუმცა, აქვე შევნიშნავთ,რომ ეს დადგენილება ქაღალდზედარჩა და „მთავრობის” უფლება-მოსილება მხოლოდ, საკუთრივ,ყარსის ოლქით შემოიფარგლებო-და.

    ამდროისათ-ვის, სამცხე-ჯავა-

    გვახსოვდეს ისტორიის

    დღეს მსოფლიო დიდი გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენს გარ-შემო არა თუ ცივი ომის, არამედ დენთის სუნი ტრიალებს და არა-

     ვინ არ იცის, ხვალ, ზეგ რა მასშტაბებს მიიღებს იგი.საქართველოს, თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან

    გამომდინარე, მშვიდად ყოფნის უფლება არ აქვს. ისტორია მეორ-დება. როგორ პოლიტიკურ კურსსაც ავიღებთ, ალბათ, ისე წარი-

     მართება ჩვენი ცხოვრებაც.ასეთი დიდი განსაცდელის წინაშე, ცხადია, არაერთხელ მდგა-

    რა საქართველო, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენზეც ბევრი რამ არაადამოკიდებული. თუმცა, გამოუვალი მდგომარეობაც არ არსე-

     ბობს, – ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ისტორიის გაკვეთილები.დღევანდელი ნომრის სტუმარია ქართული დიპლომატიის

     მკვლევარი, პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე, საქართ- ველოს უახლეს ისტორიაში ღრმად ჩახედული ადამიანი, რომლისსიტყვასაც დიდი ფასი აქვს. ჩვენი გაზეთის მკითხველები ყოველ-თვის განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ როგორც სამხრეთ სა-

     ქართველოს, ასევე, მთლიანად, გასული საუკუნის 20 და 40-იანწლებში საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე, მაშინაც, სა-

     ქართველო, თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობით, არაერთიდიდი ქვეყნის ინტერესთა სფეროში მოექცა. ამიტომ ჩვენი საუბა-

    რიც ბატონ სიმონ კილაძესთან  ამ კუთხით წარიმართა:

    უნიკალური ფოტოსურათი: მოსკოვში, 1921 წლის

    16 მარტს რუსეთ-თურქეთის მეგობრობისა და

    ძმობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დროს:

    რუსეთმა საქართველოს ტერიტორიები უკვე

    თურქეთს გადასცა.

                        

    სიმონ კილაძე

  • 8/19/2019 Literaturuli Meskheti_March 2016 (207)

    5/12

    2016 წელი, მარტი   5ლიტერატურული მესხეთი

     

    ინტერვიუ

     გაკვეთილები!

    გაგრძელება მე-6 გვ. 

    ხეთშიც (ახალცი-ხე-ახალქალაქში)რთული ვითარება

    შეიქმნა. პროთურქულ ელიტას სა-თავეში ჩაუდგა გამაჰმადიანებულჯაყელთა შთამომავალი, მესხეთისმუსლიმთა პოლიტიკური და სამ-ხედრო ლიდერი ოსმან სერვერ-ბეგათაბაგი (სერვერ-ბეი ათაბეკოვ-ქვაბლიანსკი. იგი ფრიად განათ-

    ლებული პიროვნება იყო (გერმა-ნიაში ინჟინერიას, ხოლო რუსეთში- იურისპრუდენციას დაეუფლა).1918 წლის დეკემბერში ოსმან სერ-ვერ-ბეგმა მესხეთის მუსლიმთაეროვნული საბჭო ჩამოაყალიბა დასათავეში ჩაუდგა პან-თურქისტულსეპარატისტულ მოძრაობას, რო-მელიც მიზნად ისახავდა მესხეთისსაქართველოსგან ჩამოშორებასდა „ყარსის რესპუბლიკაში” გაერ-თიანებას. საინტერესოა სერვერ-ბეგის მიერ შექმნილი ახალციხისმთავრობის (კომისარიატის) შე-მადგენლობა: კომისარიატის თავ-მჯდომარე - სერვერ-ბეგი; მისითანაშემწე და შინაგან საქმეთაკომისარი - ტომაშევიჩი (დედითქართველი); მთავარი მოსამართლე- მურთაზა-ბეგ ფალავანდოვი (ფა-ლავანდიშვილი); ფინანსთა მინისტ-

    რი - მარქარიანი; სურსათის მინის-ტრი - კარტალოვი, ჯანმრთელობისმინისტრი - რიუმინი; აქციების მი-

    ნისტრი - რუფინი; ქალაქის კომენ-დანტი - ახმეტიევი; ქალაქის დაც-ვის უფროსი ტერ-არუთინოვი....

    ოსმან სერვერ-ბეგმა არ იკმარამუსულმანებსა და ქრისტიანებსშორის აშკარად მის მიერ წაქეზე-ბული სისხლიანი შეტაკებები დაახალციხეში შესულ ქართული ჯა-რების მცირერიცხოვან გარნიზონს

    ბრძოლა გაუმართა. იგი ცოცხალიძალითა და იარაღით დიდ დახმარე-ბას ყარსიდან იღებდა (საერთოდ,ამ ქალაქში რუსეთის კავკასიისარმიამ 1917 წელს, უკანდახევისას,დიდძალი იარაღი დატოვა, რომელ-საც შემდეგ თურქები დაეპატრონ-ნენ). საქართველოს ხელისუფლებაიძულებული გახდა ახალციხე დრო-ებით პროთურქი სეპარატისტე-ბისათვის დაეთმო. უკანდახეულიქართული ჯარისა და გვარდიის ნა-წილები ბორჯომის მისადგომებთანგამაგრდნენ.

    1919 წლის თებერვლის შუარიცხვებში, ახალციხის ფრონტისშტაბის უფროსად, მოგვიანებითკი აქ თავმოყრილი ჯარების სარდ-ლად და გენერალ-გუბერნატორად,გენერალ-მაიორი გიორგი კვინიტა-ძე დაინიშნა. მას პირველ მსოფლიო

    ომში, კავკასიის ფრონტზე მნიშვნე-ლოვანი საბრძოლო გამოცდილებაჰქონდა მიღებული და იმ დროისათ-ვის საქართველოში ერთ-ერთ წარ-მატებულ სამხედრო სტრატეგადითვლებოდა.

     – რა სამხედრო ძალებს ფლობ-და ახალციხის ფრონტის სარდა-ლი?

    რეგულარული საარმიო ნაწი-ლები: 4000 ჯარისკაცი (საშტატოშეიარაღებით);

    სახალხო გვარდიის ნაწილები- 3200 გვარდიელი (საშტატო შეი-არაღებით);

    არტილერია - 16 სამთო ქვემე-ხი;

    მძიმე ტექნიკა - 5 ჯავშნიანი ავ-ტომობილი;

    ავიაცია - 2 თვითმფრინავი (ავი-ადაზვერვისთვის).

    ზურგის უზრუნველყოფის ქვე-დანაყოფები (კავშირგაბმულობისადა საინჟინრო ოცეულები).

    ახალციხის ფრონტს საქართ-ველოსათვის სტრატეგიული მნიშვ-ნელობა ჰქონდა. მართლაც და, თუიქ ინიციატივა საბოლოოდ მტრის

    ხელში გადავიდოდა, გამორიცხუ-ლი არ იყო, რომ სერვერ-ბეგის „ის-ლამური არმია” ბორჯომს დაიკა-ვებდა და, შემდეგ, უკვე ხაშურთანგადაჭრიდა ქვეყნის მთავარ სატ-რანსპორტო არტერიას - საქართ-ველოს რკინიგზას, თბილისი-ქუთა-ისის გზატკეცილს, ბაქო-ბათუმისნავთობსადენს... გათურქებულქართველთა შთამომავლის მოქმე-

    დების უარყოფითი შედეგები მთე-ლი საქართველოსათვის დამღუპ-ველი იქნებოდა.

    ასე რომ, საქართველოს სამხ-რეთ-დასავლეთ ნაწილში შექმნილიმდგომარეობა სწრაფ და რადიკა-ლურ გადაწყვეტას მოითხოვდა,რაც განხორციელდა კიდეც.

    ქართული შეიარაღებული ნა-წილების განლაგება შეტევის წინასეთი იყო: სახალხო გვარდიის ნა-წილები (გენერალ-მაიორ სტეფანეახმეტელის მეთაურობით) - მდი-ნარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე,ბორჯომ-ახალციხის გზატკეცი-ლის გასწვრივ, სლესის ციხესთანახლოს, რეგულარული არმიის ნა-წილები კი (გენერალ დავით ართ-მელაძის მეთაურობით) - მდინარისმარჯვნივ, მთიანი რელიეფის მქო-ნე ადგილებზე.

    1919 წლის 5 მარტს, დილით,აწყურზე შეტევა დაიწყო. ერთსა-ათიანი საარტილერიო მომზადე-

    ბისა და ცხარე ბრძოლის შემდეგსერვერ-ბეგის „ისლამური არმიის”ქვედანაყოფებმა პირი იბრუნეს დაუკან, ახალციხისაკენ დაიხიეს. რო-გორც თვითონ გენერალი გიორგიკვინიტაძე იხსენებს თავის ცნო-ბილ წიგნში – „ჩემი მოგონებებისაქართველოს დამოუკიდებლობისწლებში”, ამ ბრძოლაში მნიშვნელო-

    ვანი როლი შეასრულა იმ ფაქტორ-მა, რომ ქართული ჯარების რიც-ხოვნობა, მტერთან შედარებით,საკმაოდ ჭარბი იყო. ქართველებსხელში ჩაუვარდათ საკმაოდ დიდისამხედრო ტროფეი, გარდა ამისა,ტყვედ აიყვანეს მტრის 20-მდე ჯა-რისკაცი და ერთი ოფიცერი.

    გიორგი კვინიტაძემ ოფიცრე-ბის თათბირიც ჩაატარა და საომა-რი მოქმედებების შუქ-ჩრდილებ-ზეც ისაუბრა. მან ყურადღება გა-ამახვილა და დადებითად შეაფასასაინჟინრო ოცეულის მოქმედება(შტაბს-კაპიტან მარინაშვილის მე-თაურობით), როგორც მტრის მიერაფეთქებული ხიდების აღდგენის,ასევე განნაღმვის საქმეში.

    ახალციხის გათავისუფლებასძალიან დიდი პოლიტიკური დასამხედრო მნიშვნელობა ჰქონდა:

    ჯერ ერთი, ქართული არმიის წარ-მატებულმა მოქმედებამ (თუნდაცლოკალური მასშტაბით), სამცხისრეგიონის მოსახლეობას, საქართ-ველოს ხელისუფლების მიმართ,იმედი დაუბრუნდა; მეორე - თავისმხრივ, ხელისუფლებამ, შეიძლებაითქვას, გარკვეული პოლიტიკურიდივიდენდები მოიპოვა: ნოე ჟორ-დანიას მთავრობას უკვე შეეძლოგანეცხადებინა, რომ ხელისუფლე-ბამ ყველაფერი გააკეთა გამარჯ-ვებისათვის. გარდა ამისა, ქართულსაზოგადოებას სოჭის ოლქის და-კარგვის შედეგად მიღებული არა-ნაკლები ტრამვა ახალციხის დაბ-რუნებამ მეტ-ნაკლებად მოუშუშა.

    ახალციხის გათავისუფლებისშემდეგ საქართველოს შეიარაღე-ბული ძალების ნაწილებმა ქალა-ქის ახლო-მახლო სოფლები (ქვემოფოცხოვის ზონაში), თურქულიორიენტაციის მქონე შეიარაღებუ-ლი მუსულმანებისაგან ორიოდედღის განმავლობაში გაწმინდეს.თვით ახალციხის მოსახლეობამგარნიზონის უფროსის, გენერალრატიშვილის ბრძანებით, ცეცხ-

    ლსასროლი იარაღის ჩაბარებაცდაიწყო - ჩაბარდა თითქმის ოთხიათასამდე შაშხანა. გარდა ამისა,ადგილობრივ ქართულ და სომხურმოსახლეობას ნაწილობრივ დაუბ-რუნდა ოსმალოებისაგან გატაცე-ბული ქონება. დახმარება აღმოუჩი-ნეს ლტოლვილებსაც.

    ქართული შეიარაღებული ნა-წილების განლაგება შეტევის წინ

    ასეთი იყო: სახალხო გვარდიის ნა-წილები (გენერალ-მაიორ სტეფანეახმეტელის მეთაურობით) - მდი-

    ნარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე,ბორჯომ-ახალციხის გზატკეცი-ლის გასწვრივ, სლესის ციხესთანახლოს, რეგულარული არმიის ნა-წილები კი (გენერალ დავით ართ-მელაძის მეთაურობით) - მდინარისმარჯვნივ, მთიანი რელიეფის მქო-ნე ადგილებზე.

    5 მარტს, დილით, აწყურზე

    შეტევა დაიწყო. ერთსაათიანისაარტილერიო მომზადებისა დაცხარე ბრძოლის შემდეგ სერვერ-ბეგის „ისლამური არმიის” ქვედა-ნაყოფებმა პირი იბრუნეს და უკან,ახალციხისაკენ დაიხიეს. როგორცთვითონ გენერალი გიორგი კვი-ნიტაძე იხსენებს თავის ცნობილწიგნში - „ჩემი მოგონებები საქართ-ველოს დამოუკიდებლობის წლებ-ში”, - ამ ბრძოლაში მნიშვნელოვანიროლი შეასრულა იმ ფაქტორმა,რომ ქართული ჯარების რიცხოვ-ნობა, მტერთან შედარებით, საკ-მაოდ ჭარბი იყო. ქართველებსხელში ჩაუვარდათ საკმაოდ დიდისამხედრო ტროფეი, გარდა ამისა,ტყვედ აიყვანეს 20-მდე მტრის ჯა-რისკაცი და ერთი ოფიცერი.

    როგორც ავიადაზვერვის შე-�